x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ძალიან კარგი, თუ წავიდნენო და ორიოდე დღეში დიანა ჯოჯუა კიდეც გამოიჯგიმა „კურიერში“
image


იუმორისტი და სცენარისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და დიანა ჯოჯუას ამ არხზე მისვლის პირველ ნაბიჯებთან დაკავშირებით საინტერესო დეტალებს იხსენებს. ცნობისთვის: ბაკურ სვანიძე რამდენიმე წლის განმავლობაში რუსთავი-2-ის სცენარისტად მუშაობდა.


ფარისევლობის, უგვანობის, სიცრუის და გულისამრევი პოზიორობის კლასიკა!
ისე, ძალიან კომიკურია ამბავია:- დიანა ჯოჯუა მოვიდა “რუსთავი 2”-ზე მაშინ,
როდესაც “კურიერის” თითქმის მთელმა ძველმა შემადგენლობამ პროტესტის ნიშნად დატოვა არხი!


ეს იყო ტელევიზიიდან ნიკა ტაბატაძის გაშვების და ახალ გენერალურ დირექტორად “ნაცების” პირდაპირი წარმომადგენლის გიორგი არველაძის “ხელის ბიჭის” – კობა დავარაშვილის დანიშვნა. ეს გააპროტესტა ნანა ლეჟავამ, ნათია ლაზაშვილმა, ნანა ინწკირველმა და სხვა წამყვანებმა! ასევე არხი დატოვა “კურიერის” მთავარმა პროდიუსერმა და “მატორმა” თამარ რუხაძემ, ბევრმა ჟურნალისტმა.



მაგ პერიოდში “იმედში” მუშაობდა დიკო ჯოჯუა და სწორედ იქ რაღაც საქმეზე მისულს შემხვდა… (დიკოს ჯერ კიდევ “იბერვიზიიდან” ვიცნობ, 1994 წლიდან, 18 წლისები რომ ვიყავით იმ პერიოდიდან, აი, სანამ “პირველი არხის” “ვესტნიკში” ნახავდით მანამდეც ვიცნობდი ანუ…) ჰოდა “იმედის” ბუფეტში ცოტა ისეთი საუბარი კი გამიბა – “რა ხდება თქვენთანო” – მე ვუთხარი წავიდა ნახევარი ტელევიზია თქო! “ვაიმე, ძალიან კარგი თუ წავიდნენო” – ასე მიპასუხა.


მე მაშინ “რუსთავი2”-ზე ვმუშაობდი.. ჰოდა, ორიოდე დღეში კიდეც გამოიჯგიმა “კურიერში”! არც არავითარი უხერხულობა არ შექმნია იმის გამო, რომ მისი კოლეგები აცხადებდნენ – “რუსთავი2 უკვე აღარ არის თავისუფალი ტელევიზია და სააკაშვილი პირდაპირ გვაკონტროლებსო!”


ეკა ხოფერია, გახსოვთ, პირდაპირ ეთერშივე გადაგდა გირგვლიანის საქმის
გამო! დიკოს არანაირი დისკომფორტი არ ჰქონია არც მაშინ, როდესაც მისი ყოფილი თანამშრომლები დაარბიეს “იმედზე” – “თავისუფლად” მიჰყავდა “კურიერი” და სულაც არ ანაღვლებდა არანაირი “სარედაქციო პოლიტიკა”.. ეს რაც შეეხება მის ზნეობას .


აი, “ახალი ამბების სტუდია რუსული თვითმფრინავების სამიზნე” როდის იყო, ნამდვილად ვერ გეტყვით! ეს საიდან მობოდეს ამ “გმირებმა” წარმოდგენა არ მაქვს! თავისი “დევნილობით” რომ სპეკულანტობენ ეგეთ ადამიანბზე პირდაპირ გული მერევა ხოლმე! სხვა რა გითხრათ? ის კი წამოცდა პრიონციპში მართალი – “ბოლო 7 წელი რომ ვიყავით ასეთი თავისუფლები არასოდეს ვყოფილვართო” – მაგდენი ტვინიც არ აქვს, რომ მიხვდეს რა თქვა ამით.


ნუ, ის ხომ საერთოდ ამაზრზენია, თურმე ბიძინას ტელევიზიაში ვერ იქნები თავისუფალი და მიშას ტელევიზიაში ძალიან თავისუფალი იყო ვინმე! მაგრამ “ნაცების” ჩინოვნიკი რომ გყავს ქმარი რას იზამ? აი, ამათნაირი უტიფა ი უშუბლისძარღვო მონების “გადარჩენილი” ქვეყანა რა ვთქვი მე!


2006-ში დავიწყე მუშაობაო და 2012-მდე, ანუ მთელი 6 წელი ვანო მერაბიშვილი რომ აძლევდა “ვიორსტკას” ყველა ტელეარხს, მაშინ არ უგრძვნია თურმე “შეზღუდვები”, აბა, კაცო, აბა! მართლაც სინდისნამუს გარეცხილობის კლასიკური ნიმუშია.. “სენტიმენტალური” მასხარაობა! - წერს სვანიძე.

0
352
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
352
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0