x
მეტი
  • 18.09.2019
  • სტატია:94893
  • ვიდეო:342605
  • სურათი:456921
რუსეთში ტყეში დაკარგული 5 წლის გოგონა მე-4 დღეს ცოცხალი იპოვეს

image

ნიჟეგოროდსკის ოლქში(რუსეთი)მაშველებმა 18 აგვისტოს დაკარგული 5 წლის გოგონა ცოცხალი იპოვეს.


გოგონა ღამით იმ დროს აღმოაჩინეს, როდესაც სახელის ძახილზე გამოეპახუსა, თვითმხილველების განცხადებით გოგონაა შიოდა და ძლიერ დაუძლურებული იყო, კითხვებზე პასუხის გაცემა ვერ შეძლო, ტყიდან გამოყვანის დროს გოგონამ "ტორტი და წყალი " ითხოვა, ბედნიერი ფინალით გახარებული ყველაზე გამოცდილი მაშველებიც კი თვალზე ცრემლს ვერ იკავებდნენ.



"გავრბოდით, მთელი ძალით ვცდილობდით შეგვეკავებინა ემოციები, არ ვხმაურობდით, რომ ბავშვი არ შეგვეშინებინა, ის ქარსაცავ ზოლში აღმოვაჩინეთ, ბავშვი ხელში ავიყვანეთ, ქსოვილი შემოახვიეთ, წყალი და ბანანი მივეცით"-აღნიშნავს ერთ-ერთი მაშველი.



გოგონა ტყეში 18 აგვისტოს საღამოს დაიკარგა, იმ დროს, როდესაც ტყეში სოკოს საკრეფად წასულ მის მშობლებს უკან გაჰყვა, გოგონას ძებნაში ჩართული იყო 1000 მდე ადამიანი, რომლის არეალი 100 კვადრატულ კმ.ზე იყო გაშლილი.მაშველების გარდა ძებნაში ჩართული იყო რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახური, შსს-ს ძალები და უბრალოდ მოხალისეები.



ამჟამად გოგონას მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია.



Пропавшая в Нижегородских лесах 5-летняя девочка найдена

0
114
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0