x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ ავიცილოთ თავიდან მზის დამწვრობა და მივიღოთ ჯანმრთელი,ლამაზი ელფერი
image

ზაფხული… მზე, ზღვა, მზის აბაზანები, “შოკოლადისფრად“ ელვარე გარუჯული სხეული, ზღვის ხმა და სურნელი… ყველას გინდა, მაგრამ ზოგი მუშაობს, ზოგი სწავლობს, ზოგს სხვა გეგმები აქვს, თუმცა სეზონი მაინც დაიწყო. საინფორმაციო გამოშვებებმაც ფეხი აუწყვეს მას და გამოჩნდა სიუჟეტები რომლებშიც საუბარია მზის აბაზანებზე, რჩევებზე თუ როგორ გავირუჯოდ ისე, რომ შედეგითაც კმაყოფილები ვიყოთ და არც დამწვრობის ცენტრში აღმოვჩნდეთ, რომელი პოლიტიკოსი თუ ცნობილი ადამიანი სად ატარებს ზაფხულს და რა ფერის საცვლით ირუჯება და ა.შ. რაღა თქმა უნდა ლეღვის ნახარშის თემა წელსაც უკვდავია.ზღვაზე, მთაში, კორპუსების სახურავებსა თუ ვინ იცის კიდევ სად „მოახერხეს“ გოგონებმა სერიოზული დამწვრობის მიღება, ისეთის თვით მაწონიც კი რომ უძლურია მოსარჩენად, არადა მათ უბრალოდ ლამაზი სხეული უნდოდათ. ამიტომაც ამ სტატიაში ვისაუბრებ მზეზე, “ზაგარზე“, მზის ალერგიებზე და ა.შ.

მართლა ძალიან ლამაზია გარუჯული სხეული და ბევრი ადამიანი საათებს ატარებს მზის ქვეშ ამ შედეგის მისაღებად, მაგრამ ასეთ შემთხვევებში უმეტესად დამწვრობით მთავრდება დღე.მიზეზს ბოლოს ყველა ხვდება „ამდენ ხანს არ უნდა ვყოფილიყავი მზეზე“, მაგრამ ცოტამ თუ იცის ამ დროს ორგანიზმში რა ხდება, ან საერთოდაც რა არის „ზაგარი“, ან რატომ მუქდება კანი დროთა განმავლობაში მზის აბაზანების მიღებისას. ეპითელიუმის(კანის) უჯრედი შეიცავს პიგმენტ მელანინს, რომელიც ორგანიზმს იცავს ულტრაიისფერი დასხივებისაგან, იგი ერთგვარი ფილტრია.რასების მიხედვით კანში პიგმენტ მელანინის შემცველობა სხვადასხვაა, მაგ: ნეგროიდული რასის წარმომადგენელს გაცილებით მეტი მელანინი აქვს, ვიდრე ჩრდილო ევროპელს, ამიტომაცაა ნიგერიელი ბევრად „მუქი“, ვიდრე ნორვეგიელი.როდესაც მზის აბაზენბს ვიღებთ, შესაბამისად ულტრაიისფერი დასხივება უფრო ინტენსიურია ჩვეულებრივ დღეებთან შედარებით, მელანინის გამოყოფაც თანდათანობით ინტენსიურად ხდება, ანუ ნარუჯი („ზაგარი“) ორგანიზმის ბუნებლივი დამცველობითი რეაქციაა.მზეზე დიდი ხნით ყოფნისას ეს მექანიზმი უძლური ხდება და ვითარდება დამწვრობა, ზოგჯერ მსუბუქი ხოლო ზოგჯერ მძიმე ფორმით. პირველი რაც ასეთ დროს უნდა გავაკეთოთ მივიღოთ რაც შეიძლება ბევრი წყალი, ვიყოთ გრილ მზისგან დაცულ გარემოში, თუ კანის ზედაპირი ძალიან დაზიანებული არაა მივიღოთ გრილი შხაპი, კანის დაზიანებულ უბანზე კარგია მაწვნის წასმა. რთული შემთხვევებისთვის არსებობენ დამწვრობის საწინააღმდეგო მალამოები, რომლებსაც საკმაოდ კარგი ეფექტი აქვთ.სიტუაციის მკვეთრად გამწვავების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას რომელიც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ დამწვრობა და ლამაზი, ჯანმრთელი ელფერი ქონდეს თქვენ ნარუჯს.


რუჯის მიღება დაიწყეთ 10-15 წუთიანი ხანგრძლივობით, დღის 11:00 საათამდე და საღამოს 18:00 საათის შემდეგ. (განსაკუთებული სიფრთხილე მართებთ ორსულებს).

კოსმეტიკური საშუალებები(რუჯის საცხი, დამცავი კრემი, შამპუნი) შეარჩიეთ კანის ტიპის გათვალისწინებით, სასურველია დერმატოლოგთან კონსულტაცია.

მოერიდეთ იაფფასიან ან კუსტარული წესით დამზადებულ კოსმეტიკას.

გახსოვდეთ, შუა დღის მზე სწრაფ შედეგს იძლევა, მაგრამ ძალიან მავნებელია და წვავს კანს.

სანამ მზის აბაზანების მიღებას დაიწყებთ შეამოწმეთ კანის მდგომარეობა, ხომ არ არის რაიმე დაზიანება ან საეჭვო წანაზარდი კანზე, რადგან შეიძლება მისმა გადაგვარებამ, რომელსაც ულტრაიისფერი დასხივების ზემოქმედება იწვევს მელანომის (კანის კიბო) განვითარებას შეუწყოს ხელი.

არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ლეღვის ნახარში, მანქანის ზეთი და სხვა საზის ბოლოდროინდელი „მიგნებები“.


შეგნებულად დავასრულე რჩევები ყბადაღებული „ლეღვის ნახარშით“, რადგან სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ უკანასკნელ წლებში დამწვრობის ათეულობით შემთხვევაა გამოვლენილი.მიკვირს იმ „ჭკვიანი“ ადამიანის ვინც ჩათვალა ან ხალხურ მედიცინას მიაწერა, რომ ლეღვის ფოთლის ნახარშით კარგ რუჯს მიიღებდა, მაგრამ კიდევ უფრო იმათი მიკვირს ვინც ეს „ჭკვიანური“ რჩევა გაითვალისწინა.ის რაც ხალხური მედიცინითაა ცნობილი, საუკუნეების გამოცდილებას და პრაქტიკას ემყარება და ასე ხელაღებით, ერთ დღეში არ შექმნილა.დღევანდელ დღეს კი იმისათვის, რომ ესა თუ ის მედიკამენტი გაყიდვაში გაეშვას, უმრავი ცდა, ექსპერიმენტი, ასობით ექიმის, ფარმაცევტის და სხვა მეცნიერის შრომა ჭირდება, აღარაფერს ვამბობ გრძელვადიან კვლევებზე და კვლევაში დახარჯულ მილიონებზე, თუმცა სად იყო და სად არა გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც სამყაროს ახალი სიტყვა შესთავაზა. შედეგმაც არ დაახანა, ბუმერანგივით მობრუნდა და ბევრი ლამაზი გოგონას სხეულზე ერთობ ულამაზო კვალი დატოვა.ჩემი დიდი თხოვნა იქნება მსგავს რჩევებს ნუ გაითვალისწინებთ, გაირუჯეთ სწორად და შედეგიც ძალიან ლამაზი და სასიამოვნო იქნება.სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ.




©აქიმი

0
381
1-ს მოსწონს
ავტორი:აქიმი
აქიმი
381
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0