x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სარეცხი მანქანის გამოყენებისას დაშვებული შეცდომები რაც მის მწყობრიდან გამოსვლას უწყობს ხელს

image სარეცხი მანქანა-ესაა შეუცვლელი ნივთი თითოეულ ოჯახში და ვფიქრობ სოციალურად დაუცველი საზოგადოების ნაწილის გარდა ნებისმიერ ოჯახს გააჩნია სარგებლობაში.
თუმცა სარეცხი მანქანის ქონა არ ნიშნავს მისი გამოყენების ცოდნას ქარხნული ინსტრუქციის შესაბამისად. თუ ერთი ნაწილი ცუდად არჩევს გასარეცხი თეთრეულის თუ ტანსაცმლის გარეცხვის რეჟიმს, მეორე ნაწილი სარეცხ მანქანაში ისე დებს სარეცხს არ სინჯავს მიჰყვება თუ არა მას უცხო საგანი ან ნივთი, მესამე ნაწილი კი სარეცხი მანქანის ფილტრებს საერთოდ არ ასუფთავებს, მეოთხე ნაწილი კი უგულებელჰყოფს სარეცხი მანქანისათვის გასარეცხი თეთრეულის თუ ტანსაცმლის წონას და ვთქვათ 7 კილო ტანსაცმლის გასარეცხად გათვლილ სარეცხ მანქანაში 10 კილომდე სარეცხს ტენის.
თანამედროვე სარეცხის მანქანების პროგრამა ითვალისწინებს წყლის მიწოდების შემთხვევაში ავარიულ რეჟიმში სარეცხი მანქანის გამორთვას, რამაც შეცდომაში არ უნდა შეგიყვანოთ.
დაუშვებელია დაბალი ან მაღალი დენის პირობებში სარეცხი მანქანის ჩართვა, რაც მის ელექტრონულ ბლოკებზე უარყოფითად აისახება.
ასევე დაუშვებელია სარეცხი მანქანის ჩართვა თუ თქვენ ხაზზე იმ მომენტისათვის მიერთებულია შედუღების აპარატი, რაც არასტაბილური დენის მოწოდებას იწვევს.
სარეცხ საშუალებასთან ერთად გამოიყენეთ სპეციალური სითხე ან ფხვნილი, რაც სარეცხი მანქანის წყალთან კონტაქტის მქონე დეტალებს და მექანიზმებს არ მისცემს დაჟანგვის საშუალებას (სპეციალურად არ ვწერ მათ დასახელებას, რადგან ეს რეკლამად ითვლება).
დროულად გაწმინდეთ სარეცხი მანქანის ფილტრები, რომლების მანქანაში წყლის მიწოდების მილის ბოლოშია ჩასმული და სარეცხი მანქანის ქვედა, ძირითადად წინა ნაწილში.
სისტემატურად გაწმინდეთ სარეცსი მანქანის კარების ჰერმეტულობისათვის გამოყენებული რეზინის შუასადები, სადაც თმა, ძაფი, ბეწვი და ათასგვარი წვილმანი ილექება.
სარეცხი მანქანა დადგით სწორ ადგილზე, რათა მაღალი ბრუნისას არ დაიწყოს ვიბრირება, რაც მის გადაადგილებას და სარეცხი მანქანის მთელი რიგი დეტალების მწყობრიდან გამოყვანას უწყობს ხელს.
ახლა კი წარმოგიდგენთ სურათების კოლაჟს "ბედოვლათი" მფლობელების
მიერ დაშვებულ შეცდომებზე.
image
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage




















0
145
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
145