x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უიშვიათეს თვითმავალ საარტილერიო დანადგას ლულა აუფეთქდა და ტექნიკა დაიწვა, მიზეზად კი რესურსის ამოწურვა და ტექნიკური მომსახურების არარსებობა დასახელდა

image ლიბიაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში, როგორც სამთავრობო ძალები ასევე ოპოზიციური ძალები იყენებენ იტალიური წარმოების იშვიათ, 155 მილიმეტრიანი კალიბრის თვითმავალ საარტილერიო დანადგარ "Palmaria"-ს.
აღნიშნული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი იტალიამ წამოებაში ჩაუშვა 1982 წელს, თუმცა სულ 255 ერთეული დანადგარი იქნა გამოშვებული.
აღნიშნული თვითმავალი დანადგარი გამოშვებისთანავე შეიძინა ლიბიამ, ნიგერიამ და არგენტინამ.
ეს გრძელლულიანი საბრძოლო მანქანები ხშირად არიან ფრონტის ორივე მხარის მებრძოლებთან ერთად სურათებზე ასევე ვიდეო მასალებში. ეს საბრძოლო მანქანები ძირითადად პირდაპირი დამიზნებით ანადგურებენ მოწინააღმდეგის საშუალო და ძირითად საბრძოლო ტანკებსაც. მათი 43, 5 კილოგრამიანი ჭურვები გამანადგურებელი ძალისაა. თუმცა ამ თვითმავალ საარტილერიო დანადგარს გააჩნია სუსტი წერტილიც, ესაა მისი თხელი დაჯავშნა რაც ხელს ვერ უშლის მსხვილკალიბრიან ჯავშანგამტან ტყვიებსაც კი.
ამ მიზეზით უკვე რამდენიმე აღნიშნული საარტილერიო საშუალება იქნა განადგურებული.
ამ სურათზე ლულააფეთქებული ტექნიკის შესახებ სხვადასხვა წყაროში მითითებულია მისი ლულის აფეთქების, მიზეზი-ტექნიკის მიმართ უდიერი დამოკიდებულება, რაც ლულის გააწმენდის უგულებელჰყოფამ და უბრალოდ ტექნიკის ლულის რესურსის ამოწურვამ გამოიწვია.
ეს და მისი ანალოგები ლიბიაში 2011 წლიდან გამოიყენება კონფლიქტებში.
უნდა ითქვას, რომ სამოქალაქო ომის დაწყებამდე ლიბიის არმიაში აღნიშნული თვითმავალი საარტილერიო დანადგარის რაოდენობა 150-ს აღწევდა, ახლანდელი მონაცემებით კი ორივე მხარეს მათი რაოდენობა მხოლოდ 30-ია.
"Palmaria"-ს წონა 46 ტონამდეა.
ძრავის სიმძლავრე 750 ცხენისძალა.
მაქსიმალური სიჩქარე ასფალტირებულ გზაზე 60 კმ/სთ გახლავთ.
სვლის მარაგია 500 კილომეტრი.
სროლის მაქსიმალური მანძილი 30 კილომეტრია.
დანადგარის ეკიპაჟი შედგება 5 კაცისაგან.
imageimage


0
317
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
317