x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კიდევ ერთხელ გეუბნებით - ტვ პირველს ვერ წაიღებთ !-ვატო წერეთელი
imageტვ პირველის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი სოციალური ქსელით მიმართავს ხელისუფლებას მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ მამამისის, -ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.



"მესამე წელია, ყველაფერს აკეთებთ. ყველა გზა და მეთოდი ცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ. ახლა ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ და აბსურდული საქმე აღძარით?! კიდევ ერთხელ გეუბნებით - ტვ პირველს ვერ წაიღებთ ! ვრჩებით გავლენების მიღმა - მოვლენების შუაგულში. სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება და არც არანაირ ტრენდზე დაჯდება. მამა - ავთო წერეთელი არის ჩვენი თანამოაზრე ამ ბრძოლაში.

P.S. პროკურატურასთან შედგა კომუნიკაცია, ფორმალობებს ავთანდილ წერეთლის ადვოკატი კახა წერეთელი მიხედავს.
ავთანდილ წერეთელი მზად არის, გამოცხადდეს პროკურატურაში 29 აგვისტოს საქართველოში დაბრუნებისთანავე. ამის თაობაზე საქმის კურსშია საქართველოს გენერალური პროკურატურა."-წერს ვატო წერეთელი.

image


შეგახენებთ ავთანდილ წერეთელს ბრალი ედება "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძესთან ერთად ჯგუფურად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზება, რომლის რაოდენობა 16 664 000 აშშ დოლარია(განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

2
136
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
136
  
2019, 12 სექტემბერი, 17:45
ცადეთ კი არა, სცადეთ. ჟურნალისტები ამახინჯებთ მშობლიურ ენას და უბრალო მოკვდავებს რა მოვთხოვოთ?
2019, 28 აგვისტო, 1:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2