x
მეტი
  • 18.09.2019
  • სტატია:94893
  • ვიდეო:342605
  • სურათი:456921
როგორ ანადგურებს შაქარი ჩვენს ჯანმრთელობას? 8 სახიფათო შედეგი

image


შაქარი – ცბიერი და ვერაგი მტერი, რომელიც ბევრი ადამიანის კვების რაციონში დიდი რაოდენობით იჭრება: თავდაპირველად ჩაიში ერთი-ორი კოვზის დამატება გინდება, შემდეგ – ორცხობილას ან ტკბილეულის ჭამა, ფილმის ყურებისას ტკბილ გაზიან სასმელზე უარს ნამდვილად არ იტყვი. შედეგად, ისე რომ თავადაც ვერ ამჩნევენ, ადამიანები დღის მანძილზე გაცილებით მეტ შაქარს იღებენ, ვიდრე ეს დასაშვებია. რა სახის ზიანს აყენებს ის ორგანიზმს და როგორ შევამციროთ მისი მოხმარება? სტატიაში სწორედ ამ თემაზე გვექნება საუბარი.



რატომ არის შაქარი ჯანმრთელობისთვის საზიანო?



  • ხელს უწყობს ზედმეტი წონის მატებას.
  • ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.
  • შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ცხიმოვანი ჰეპატოზი.
  • ერთიანად დიდ ენერგიას იძლევა, რაც შემდეგ ორგანიზმის სისუსტეს იწვევს – დაღლილობა, დეპრესიის განვითარების რისკი.
  • აჩქარებს სიბერის პროცესს.
  • ზრდის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს.
  • ზიანს აყენებს კანის ჯანმრთელობას – ხელს უწყობს კანზე გამონაყარის განვითარებას.
  • ზრდის ზოგიერთი სახის სიმსივნის განვითარების რისკს.


image


როგორ უნდა ვისწავლოთ ნაკლები შაქრის მოხმარება?


ნებისყოფის გარეშე არაფერი გამოგივათ. განსაზღვრულად უნდა იცოდეთ რომელი პროდუქტები და სასმელები შეიცავს შაქარს იმ მიზნით, რომ იმუშავოთ მის შემცირებაზე თქვენს რაციონში ან საერთოდ ამოღებაზე. გთავაზობთ რამდენიმე წესს რომელიც დაგეხმარებათ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში.


1. შეამცირეთ შაქრის შემცველი სასმელების მიღება


უპირველეს ყოვლისა, ჩაი და ყავა მიირთვით შაქრის გარეშე ან ნაკლები ჩაყარეთ; შემდეგ, დაიმახსოვრეთ, რომ წვენებსა და მაღაზიის იოგურტებში საკმაოდ დიდი რაოდენობის შაქარია, ამიტომ დოზები დაიცავით; და ბოლოს, მინიმუმამდე მიიყვანეთ ტკბილი გაზიანი სასმელები, მასში ძალიან ბევრი შაქარია!



2. გამოიძინეთ

image


ბევრმა არ იცის, რომ ძილის უკმარისობის დროს ორგანიზმს ტკბილეულზე უჩნდება მოთხოვნილება, რითაც ცდილობს ენერგიის შევსებას. თუმცა, ეს მხოლოდ თავის მოტყუება იქნება.


3. მშიერი ნუ ივლით საყიდლებზე


აღნიშნული წესი ბევრს სმენია, თუმცა, როცა საქმე შაქარს ეხება, შემდეგს ნიშნავს: თუ მაღაზიაში მშიერი მიხვალთ, ეს იმას გულისხმობს, რომ უფრო მეტი "გემრიელობა" მოგინდებათ, მათ შორის ტკბილეული. მსგავს შუალედურ წახემსებას თავისი წილი კალორიები და შაქარი მოყვება.



4. საუზმეზე ტკბილი არ მიირთვათ!

image


დიახ, მშრალი საუზმე, რომელსაც დიდი ალბათობით ყიდულობთ და ზემოდან ტკბილ იოგურტს ან სეროფს ასხამთ, უნდა ისწავლოთ და უთხრათ მათ მტკიცე "არა, " რადგან ამ სახის პროდუქტებში შაქრის შემაშფოთებელი რაოდენობაა. მართალია, სწრაფად მოგანიჭებთ სიმხნევეს, მაგრამ ასევე სწრაფად მოგადუნებთ. რაც შეეხება საუზმეს, რომელიც ცილებსა და ბოჭკოვანას შეიცავს, დაგეხმარებათ თავი მხნედ იგრძნოთ და შიმშილის გრძნობამ სადილამდე არ შეგაწუხოთ.



5. წაიკითხეთ ეტიკეტები


ხშირად შაქარი გვხვდება იქ, სადაც ამას სრულიად არ ველით, მაგალითად, მაღაზიაში შეძენილ პომიდვრის საწებელში. თუ არ გეცოდინებათ მოხმარების რომელი პროდუქტი შეიცავს შაქარს, საკმაოდ გაგიჭირდებათ ამ მტერთან გამკლავება.



6. ნუ იყიდით დესერტს

image


საწყენია, რთულია, თუმცა, შესაძლებელი! რა თქმა უნდა, არ გიკრძალევთ ნამცხვრების ან ტორტის ყიდვას განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგრამ ნამდვილად არ ღირს ყოველ დღე თავი სხვადასხვა სახის დესერტით გაანებივროთ: დღეს – ტკბილი იოგურტი, ხვალ – ნამცხვარი, ზეგ – ტკბილი გაზიანი სასმელი, ან უფრო უარესი – ყველაფერი ერთად. ისწავლეთ უარის თქმა მსგავს ახირებებზე. უმჯობესია ხილი მიირთვათ ან ჩირი.


ორგანიზმი საკმაოდ სწრაფად ეჩვევა ტკბილს, ამიტომ თუ რეგულარულად იღებთ სიამოვნებას სხვადასხვა სახის დესერტით, თავდაპირველად ძალიან გაგიჭირდებათ ამ ვერაგ მტერთან ბრძოლა, მაგრამ დამიჯერეთ, ეს შესაძლებელია! ჩართეთ საკუთარი ნებისყოფა და იფიქრეთ რამდენად ჯანმრთელი და ლამაზი იქნებით, თუ შაქრის მიღებას შეამცირებთ.



ასევე დაგაინტერესებთ:


რა დაავადებებს კურნავს კაკლის უღელი? საშუალება, რომელიც ბევრ მედიკამენტზე ეფექტურია


კიბოს პრევენცია შესაძლებელია, თუ ყოველდღიური რაციონიდან ერთ პროდუქტს ამოიღებთ


ნივრის ლიქიორი – კურნავს 100 დაავადებას!


რა პლიუსები და მინუსები აქვს ყავას. ამას თქვენ რეკლამაში არავინ გეტყვით!


იყო ჯანმრთელი წამლების გარეშე – ეს შესაძლებელია!


მინერალი, რომლის დეფიციტი იწვევს დიაბეტსა და სიმსუქნეს


6 პროდუქტი, რომელიც ფარისებრი ჯირკვალს ანადგურებს

3
384
7-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
384
  
24 აგვისტო, 11:59
ჩაის იშვიათად ვსვამ, ყავას და გაზიან სასმელებს არ ვსვამ, ნამცხვარზე უარს არ ვამბობ. :))
24 აგვისტო, 10:04
ამ მხრივ პროგრესი მაქვს :) ჩაის უშაქროდ ვსავამ, ყავა 1/2 ჩ.კ. , ტკბილი სასმელები ამოვიღე საერთოდ.. აი ნამცხვრებზე და შოკოლადზე რა მოგახსენოთ ;D
23 აგვისტო, 13:43
საინტერესო სტატიაა.
სამწუხაროდ თითქმის ყველას ვარღვევ, ჭიქა ჩაის დალევისას მინიმუმ 5 კოვზ შAქარს ვყრი, დილით იშვიათად ვსაუზმობ და ძილით სულ 2-3 საათი მძინავს.
0 1 3