x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"აი, რას ნიშნავს რომ აღარაა ეთერში ერთადერთი თავისუფალი და მიუკერძოებელი არხი!"-ბაკურ სვანიძე
imageიუმორისტი და ბლოგერი ბაკურ სვანიძე ირონიულ პოსტს აქვეყნებს ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ზე.


აი, რას ნიშნავს რომ აღარაა ეთერში ერთადერთი თავისუფალი და მიუკერძოებელი არხი!


მაგალითად, გავრცელდა ასეთი ინფორმაცია:- "სოფელ ძუყნურში, ქელეხში, პაშიკო სოფრომაძემ, თავისი ქვისლი, ტერენტიე ვაჩიბერიძე დაჭრა
ბარძაყში, შამფურით."


აი, რომ ყოფილიყო ეთერში ისევ "რუსთავი2", მაშინ უკვე ყველა გავიგებდით, რომ პაშიკომ ტერენტიე ივანიშვილის დაკვეთით დაჭრა ბარძაყში,
ბერას ნაყიდი შამფურით! იმასაც გავიგებდით, რომ ამის გამო სოფლის ლოთი პაჭუ ბუცხრიკიძე გახარია გადადგომას ითხოვს და აცხადებს, რომ ვიდრე გახარია არ გადადგება ჭაჭას არ დალევს და მოკვდება ლომკით!



აი ამ ფაქტებს სხვა მედიები მალავენ, "კურიერი" კი არ დამალავდა! ასევე ისიც აუცილებლად სათქმელია, რომ ბიძინამ ძუყნური შეკვეთილში გადაიტანა! "-წერს ბაკურ სვანიძე.

image

0
162
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0