x
მეტი
  • 18.09.2019
  • სტატია:94894
  • ვიდეო:342606
  • სურათი:456921
მაღაზია რუსთაველზე, სადაც „ფორსაჟი 9“-ს გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს

image


19 აგვისტოდან თბილისში ჰოლივუდის ფილმის - „Fast and Furious 9“-ის ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღება დაიწყო. 26 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე გადასაღები მოედანი რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებს.


როგორც “კომერსანტისთვის“ გახდა ცნობილი, ამ დროს გადაიღებენ ფილმის იმ მონაკვეთს, როდესაც მანქანა ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინაში შევარდება.


Universal Pictures-ი ამ სცენაში ობიექტების მფლობელ კომპანიებს, სადაც მანქანა შევარდება, სოლიდურ თანხას გადაუხდის.


გამოცემის ცნობით, ერმენეჯილდო ზენია, ჰუგო ბოსი, გარდერობი, პოლ & შარკი — სავარაუდოდ, ეს იმ საერთაშორისო ბრენდების ჩამონათვალია, რომელთა მაღაზიებიც რუსთაველის გამზირზე მდებარებს. ამ 4 ბრენდს საქართველოში ერთი ოფიციალური წარმომადგენლი ჰყავს - შპს ვიქტორია-98.

0
402
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
402
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0