x
მეტი
  • 18.09.2019
  • სტატია:94894
  • ვიდეო:342606
  • სურათი:456921
როგორი ფანტაზიები აქვთ ქალსა და მამაკაცს სექსში

image


ჟურნალი The Journal of Sexual Medicine მუდმივად აქვეყნებს გამოკითხვის შედეგებს, რომელსაც კანადაში ქალაქ კვებეკში Wilson’s Sex Fantasy Questionnair ანკეტების სახით ატარებს. ამ გამოკითხვის შედეგად დაადგინეს მეტ-ნაკლებად ზუსტი შედეგები, რომელი სექსუალური ფანტაზიებია ყველაზე პოპულარული და რით განსხვავდება კაცის ფანტაზიები ქალის ფანტაზიებისგან.


კაცის ფანტაზიები


უკონტროლობა. ბევრი მამაკაცი დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს წარმატებულ სექსუალური აქტისას და ავიწყდება თავად მიიღოს სიამოვნება. ამიტომ მათი ყველაზე პოპულარული ფანტაზიაა - მთლიანი კონტროლი ქალმა აიღოს საკუთარ თავზე.


სექსი უცნობთან. გამოკითხულ მამაკაცთა თითქმის 70%-ს ძილის დროს ესიზმრება, როგორ წვანან უცნობ ლამაზ ქალთან, სექსი განუმეორებელი აქვთ, შემდეგ კი - არანაირი პასუხიმგებლობა.


ჯგუფურ სექსში მონაწილეობა. მათ სულაც არ უნდათ სექსის დროს სხვა მამაკაცი მონაწილეობდეს აქტში. მხოლოდ ქალთა რაოდენობაზე აქვთ საოცარი ფანტაზიები, მათი მაქსიმალური რაოდენობა ჯერ არცერთ მამაკაცს არ აქვს განსაზღვრული - რაც მეტი, მით უკეთესი.


კუნილინგუსის გაკეთება. მამაკაცთა 80% ოცნებობს თავის პარტნიორ ქალს კუნილინგუსი გაუკეთოს, რაზეც ყველა ქალი თანახმა არაა.


ნახოს ლესბოსელთა სექსი რეალობაში. მამაკაცთა მტკიცებით, ნებისმიერი ქალი მზადაა გარკვეულ შემთხვევებში მსგავსსქესიანთან იქონიოს სექსი. მამაკაცისთვის კი მთავარია საჭირო მომენტი ნახოს და "უჭვრიტინოს". სექსი ტუალეტში, საავადმყოფოში, ან პირდაპირ ოფისის კაბინეტში. საერთოდ კაცები ოცნებობენ მუდმივად სხვადასხვა ადგილას ჰქონდეთ სექსი, თუმცა მდიდარ ძლერი სქესის წარმომადგენლებს ეს ოცნება ნაკლებად აქვთ, რადგნა მუდმივად ადვილად შეუძლიათ ასრულება.


დაკავდეს ნაცნობ ქალთან სექსით, მაგრამ არა ცოლთან. კაცები ოცნებობენ, ერთი ღამე მაინც გაატარონ ვინმესთან, გარდა თავიანთ მუდმივ პარტნიორთან. მთავარი გმირი ნებისმიერი შეიძლება იყოს - მეზობელი, დამლაგებელი, კოლეგა ან ვინმე ნაცნობთა წრიდან.


გაუკეთოს მინეტი. მიუხედავად იმისა, რომ სექსუალური ცხოვრების ეს ნაწილი ზოგისთვის ძველმოდურია, ზოგისთვის აკრძალული ხილი, მამაკაცთა უმეტესობა მაინც ოცნებობს კარგ მინეტზე. ეს კი თავის მხრივ მათგან სურვილების შესრულების საუკეთესო გზაა.


სექსი ხალხმრავალ ადგილას. გარდა იმისა, რომ კაცთა უმეტესობას უნდა სექსი ჰქონდეს არასტანდარტულ ადგილას, ისინი წინააღმდეგნი არ არიან, ხალხისგან არამოფარებულ ადგილასაც დანებდნენ ვნებებს. იმაზე ფიქრი, რომ სექსუალური აქტის დროს შეიძლება უცხო პირი გამოჩნდეს მათ სიახლოვეს, კაცს ძალიან აღაგზნებს.


ქალის ფანტაზიები


დომინირება სექსისას. ქალისა და კაცის ფანტაზიები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. კარგი იქნებოდა მეტი ელაპარაკათ ერთმანეთთან, რომ გაერკვიათ რომელს რა სურს. თუ კაცები ოცნებობენ, რომ კონტროლს გაერიდონ, ქალები პირიქით- ოცნებობენ დომინანტები იყვნენ.


ვარსკვლავთან დაწოლა. ქალთა 52 % სიამოვნებით დაწვებოდა რომელიმე სიმპატიურ ვარსკვლავთან. მათ არა მხოლოდ სილამაზე აღაგზნებთ, არამედ დიდების ბურუსიც, რომელშიც ვარსკვლავები არიან გახვეულნი.


ბდსმ- დომინირება და მორჩილება, სადიზმი და მაზოხიზმი. შემთხვევითი არაა, რომ ფილმმა "გრეის 50 ელფერმა" ასეთი პოპულარობა მოიპოვა. - ქალები არცთუ ისე იშვიათად წარმოიდგენენ თავს სექსუალურ თამაშებში მონაწილეობისას.


ორგიებში მონაწილეობა . გასაოცარია, მაგრამ კაცებისგან განსხვავებით ქალის ფანტაზიებში არა მარტო მამაკაცები არიან მრავლად, არამედ ქალებიც. რაც მართალია, ქალები უფრო ადვილად თანხმდებიან ექსპერიმენტებზე. რაც შეეხება სექსს უცნობთან - აქ ორივე სქესის წარმომადგენლების ფანტაზიები თითქმის ერთმანეთს ემთხვევა.


სექს-სათამაშოების გამოყენება. თითქმის ქალთა 70%-ს ერთხელ მაინც გასჩენია სურვილი გამოეყენებინა სექს-სათამაშოები და მიეცა პარტნიორისთვის უფლება, მაგალითად ვიბრატორით ესიამოვნებინა.


ორალური სექსი. ეს ფანატაზია ეხება როგორც მინეტს, ასევე კუნილინგუსს. საინტერესოა, რომ ქალებსაც და კაცებსაც მსგავსი ფანტაზიები აქვთ, გაურკვეველი მხოლოდ ისაა, თუ ორივე მხარეს უნდა ორალური სექსით დაკავება, რატომ ამბობენ უარს?


სექსი რომანტიულ ადგილას. კი, ეს სიმართლეა. ლამაზი ადგილები ქალებს მკვეთრად აღაგზნებთ. მიუვალი მთები, ვარდის ფურცლებით მოფენილი საძინებელი, სანთლები, მოსადუნებელი აბაზანა- მოკლედ თავადაც შეგიძლიათ სია შეავსოთ.


სიყვარულის მასწავლებელი. ეს უკანასკნელი საინტერესო ფანტაზიაა: ქალების უმეტესობას ურჩევნია გამოცდილ კაცთან ჰქონდეს ინტიმური ურთიერთობა – " სიყვარულის მასწავლებელთან", რომელიც თავისი გამოცდილების სიმაღლიდან აუხსნიდა, რა და როგორაა რამის გაკეთება საჭირო, განსაკუთრებით მაშინ, თუ სექსუალური აქტი პირველად ხდება.









ასევე ნახეთ

რისი ეშინიათ მამაკაცებს საწოლში?


სექსის 7 სახეობა, რომლებიც ურთიერთობაში აუცილებლად უნდა იყოს


სად გიყურებთ მამაკაცი პირველი შეხედვისას? ქალებმა ეს უნდა იცოდეთ


სამი ნაკლებად ცნობილი ფაქტი სექსის შესახებ


რას ამბობს თქვენი დაბადების თვე თქვენს ინტიმურ ცხოვრებაზე


როგორ ექცევიან მამაკაცებს ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

0
282
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
282