x
მეტი
  • 19.09.2019
  • სტატია:94914
  • ვიდეო:342604
  • სურათი:456926
მაუწყებლობა „კომედი არხმაც“ შეაჩერა - პროტესტის მეორე დღე

image


20 აგვისტოს 9 საათიან კურიერში გაკეთებული საპროტესტო განცხადებების შემდეგ სულ რამდენიმე წუთში ტელეკომპანია რუსთავი-2-ის ჰოლდინგში შემავალმა „კომედი არხმა“ მაუწყებლობა შეწყვიტა. სკეტჩების ტრანსლირება 21:55 საათიდან შეწყდა და არხს მაუწყებლობა არც დღეს მთელი დღის განმავლობაში არ აღუდგენია. არხის ეთერი ამ დრომდე ჩაბნელებულია.


რაიმე სახის საჯარო განცხადება კომედი გრუპის მენეჯმენტს ან მსახიობებს ამ დრომდე არ გაუკეთებიათ, თუმცა ისინიც გამოირჩეოდნენ პოლიტიკური აქტივობით, ამიტომაც ვარაუდობენ, რომ მაუწყებლობის შეჩერება არხის გარშემო მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.


შეგახსენებთ, გასული წლის ნოემბერში კომედი არხი მესამემ ჩაანაცვლა, რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ კი განაცხადეს, რომ მაყურებლის მოთხოვნა დიდი იყო და კომედი არხმა მაუწყებლობა მიმდინარე წლის მაისიდან აღადგინა. ხელახლა ჩაირთო არხის უფასო ციფრული სიგნალი მთელი ქვეყნის მასშტაბით და არხი დაემატა საკაბელო ოპერატორებშიც.


მუსიკალურ გასართობი ფორმატის იუმორისტული არხი „კომედი შოუს“ ბაზაზე 2012 წელს დააფუძნა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-მა”. იუმორისტული გადაცემები მრავალი წელია ერთერთი პოპულარულია საქართველოში.

0
75
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0