x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ისრაელის საგარეო დაზვერვა - მოსადი
image


თელ ავივში, მეფე საულის სახელობის ბულვარზე მდებარეობს დაწესებულება, რომლის სახელწოდებაც არის: "დაზვერვისა და საგანგებო დავალებათა ინსტიტუტი - იგივე მოსადი". აღნიშული ორგანიზაციის ოფიციალური შექმნის თარიღია 1951 წლის 1 სექტემბერი, თუმცა მოსადის დაბადების დღე 1948 წლის 30 ივნისია. ამ დღეს შეიქმნა თელ ავივში ბენ იაგუდის ქუჩა N 85–ში მდებარე სახლში. არის მოსაზრება რომ CIA–ს ჩამოყალიბებაში, ისევე როგორც მოსადის, დიდი როლი ითამაშა ბრიტანეთის საიდუმლო დაზვერვის სამსახურმა (MI6)


მოსადი - თავისი დანიშნულებით და ფუნქციებით შეედრება ამერიკულ CIA-ს. ითვლება ერთ ერთ ეფექტურ და პროფესიონალურ სპეცსამსახურად მსოფლიოში. შედის მსოფლიოში არსებულ ყველაზე ეფექტურ სადაზვერვო სამსახურების ხუთეულში. აქ არ ებრალებათ უცხოები და არაფრად არ თვლიან კორპორატიულ სტატუსებს, მეტიც, აქ მეუღლეებმა არ იციან მათი ქმრების სამსახურის შესახებ.


"მოსადის" საქმიანობა ღრმად გასაიდუმლოებულია და ინფორმაცია ამ სპეცსამსახურზე და მის საქმიანობაზე ჩანს, როგორც სიმართლე მოვლენებიდან მრავალი წლის გასვლისა ან წარუმატებელი რეზულტატის და მარცხისა. 90–იან წლების დასასრულამდე არ გახმაურებულა სახელები სამსახურის უფროსების. "მოსადი" - სამოქალაქო სტრუქტურაა და ამიტომ არ გამოიყენება საომარი წოდებები, ამავდროულად, მისი თანამშრომლების უმეტეს ნაწილ ჯარში აქვს ნამსახურები და სამხედრო წოდებებიც გააჩნიათ. მაგალითად მოსადის დირექტორი მეირ დაგანი (2002-11), რომელსაც აქვს გენერალ-მაიორის წოდება.



თავისი საკადრო პოლიტიკით, მოსადი მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა ქვეყნების ანალოგიური სპეცსამსახურებისგან. ორგანიზაციაში 1200-მდე შტატიანი თანამშრომელია, მათ შორის ტექნიკური პერსონალი. შედარებისთვის: 90-იანი წლების დასაწყისში კგბ-ს თანამშრომლების რაოდენობა 250 ათასი იყო.


2000 წელს გამოჩნდა განცხადება შემდეგი ტექსტით: "მოსადი ყველასათვის ღია არ არის, მაგრამ შესაძლებელია შენთვის". განცხადებას ათასზე მეტი გამოხმაურება ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ ერთი მიიღეს.


მოსადის თანამშრომლების დაქირავება ჩვეულებრივ ხორციელდება ისრაელის მოქალაქეებში, რომლებიც მსახურობდნენ ჯარში, ისევე როგორც უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შორის. წინასწარი ტესტები და შემოწმებები გრძელდება რამდენიმე თვის განმავლობაში. ამ საქმით დაკავებულია პერსონალის გაწვევის განყოფილება. ისინი, ვინც ტესტებს წარმატებით ჩააბარებს ირიცხებიან მოსადის აკადემიაში, რომელსაც "მიდრაში" ჰქვია.


მოსადის ყველა საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც შედგება დირექტორის, მისი მოადგილეებისა და ადმინისტრაციული სამსახურებისგან.

მოსადის დირექტორი არის სადაზვერვო სამსახურების მეთაურების კომიტეტის წევრი, ანდა შემოკლებით "ვარაში" და პირდაპირ ანგარიშვალდებულია ისრაელის პრემიერ მინისტრთან.


მოსადის დევიზი: ცბიერებით და ტყუილით უნდა აწარმოო ომი.



ძირითადი საქმიანობის მიმართულებები:


- ინფორმაციის საიდუმლოდ შეგროვება უცხოეთში;

- ტერორისტული მოქმედებების პრევენცია ისრაელისა და ებრაულ ობიექტებზე საზღვარგარეთ;

- პოლიტიკური თუ სხვა სპეციალური საიდუმლო კომუნიკაციების განვითარება–შენარჩუნება საზღვარგარეთ;

- მტრულად განწყობილი ქვეყნების მიერ არატრადიციული იარაღის მარაგის განვითარებისა და შეძენის პრევენცია;

- ებრაელთა რეპატრიაცია იმ ქვეყნებიდან, სადაც ისრაელიდან ოფიციალური წასვლა შეუძლებელია;

- სტრატეგიული, პოლიტიკური და ოპერატიული სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება;

- ისრაელის სახელმწიფოს გარეთ სპეციალური ოპერაციების შესრულება.


მოსადის შექმნის მთავარი მიზეზი იყო პოლიტიკურ დეპარტამენტსა და სამხედრო დაზვერვას შორის ფუნქციების დუბლირება, რაც მრავალი პრობლემას ქმნიდა ევროპაში დაზვერვის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ამ სიტუაციაში დროებითი კომპრომისი იყო შილოას (მოსადის პირველი დირექტორი 1949-53) გადაწყვეტილება ფუნქციების გაყოფის სამხედრო დაზვერვასა და პოლიტიკურ დეპარტამენტს შორის, რომელიც ახლა საგარეო სამხედრო დაზვერვას ევალება, ხოლო ისრაელის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტი იძულებული იყო დამორჩილებოდა პოლიტიკური დეპარტამენტს ისრაელში მოქმედების დროს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სამხედრო დაზვერვას აგრძელებდნენ საკუთარი დამოუკიდებელი აგენტები. ისრაელის სადაზვერვო საქმიანობის გასარკვევად, 1950 წლის ივლისში, ისრაელის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა შეხვედრა მოიწვიეს სადაზვერვო და დიპლომატების ურთიერთობების განსახილველად, რომლებიც იმ დროისთვის ძალზე დაძაბული იყო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ისრაელის სადაზვერვო ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც.



მოსადის სტრუქტურა:


ოპერატიული დაგეგმვისა და კოორდინაციის ოფისი - უდიდესი განყოფილებაა. მართავს ჯაშუშურ საქმიანობას და ფილიალები აქვს მთელ მსოფლიოში, ნაწილობრივ საიდუმლო, რომლებიც ისრაელის საკონსულოს შემადგენელი ნაწილია უცხო ქვეყნებში. მმართველობა იყოფა რეგიონალური კუთვნილებით.


მოსადს აქვს იმპერიული სტრუქტურა კონტინენტების სახელობის დეპარტამენტებით და სახელმწიფოს სახელების მქონე ქვედანაყოფებით. მაგალითად: საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის და ა.შ.

მთავარი რეზიდენციები არის რომში და ლონდონში.


არაბული ტერორიზმის ჩახშობის განყოფილება (PAHA) - არაბული ტერორისტული ორგანიზაციების მონაცემების შეგროვება და ანალიზი.


ინფორმაციულ–ანალიტიკური განყოფილება (NACA) - უზრუნველყოფს მიღებული ინფორმაციის ანალიზს და რეკომენდაციების მიცემას ხელმძღვანელობასა და პოლიტიკოსებზე.


პოლიტიკური აქციების და საგარეო დაზვერვის დეპარტამენტი - კოორდინაციას უწევს მუშაობას ისრაელის მეგობრული სახელმწიფოების სადაზვერვო სამსახურებთან და ინარჩუნებს კონტაქტებს იმ ქვეყნებთან, რომლებსაც არ აქვთ ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა ისრაელთან. მსხვილ საკონსულო განყოფილებებში ამ განყოფილების თანამშრომლები არიან. ასევე ჩართულია ისრაელში წარმოებული იარაღით ვაჭრობაში.


კვლევის განყოფილება - ადგენს რეგულარულ მოხსენებებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ ვითარებაზე. იგი იყოფა 15 რეგიონულ ჯგუფად, ძირითადი ყურადღება ექცევა შუა აღმოსავლეთის ქვეყნებს. ცალკე, არსებობს ჯგუფი, რომელიც ბირთვული იარაღის საკითხზე მუშაობს.


ოპერატიული და ტექნიკური განყოფილება - სადაც ჩართულია მოსადის მომსახურებისა და ოპერაციების მატერიალური და ტექნიკური უზრუნველყოფა, სპეციალური სერვისისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის შემუშავების საკითხზე. სტრუქტურაში შედის სამი განყოფილება: ოპერაციული მოწყობილობა, ფოტო და ვიდეო გადაღებების განყოფილება, აგრეთვე შენობაში შეღწევის განყოფილება.


ელექტრონული სადაზვერვო განყოფილება - აგროვებს ელექტრონულ ინფორმაციას, მათ შორის მოსასმენ მოწყობილობებში.


ფსიქოლოგიური ომისა და დეზინფორმაციული მოქმედებების განყოფილება (LAP) - დაკავებულია ფსიქოლოგიური ომის, პროპაგანდისა და სატყუარა მანევრების განვითარებით;


სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი - დაკავებულია ძალისმიერი აქციებით.


სპეციალური განყოფილება "კიდონი" (ივრ. "ლახვარი") - ტერორისტების ფიზიკური განადგურებით არის დაკავებული. "კიდონის" რიცხვი მოიცავს 12 მებრძოლს, რომელიც სამ ჯგუფადაა დაყოფილი.


ფინანსებისა და კადრების განყოფილება - ასრულებს უზრუნველყოფის ფუნქციას.


სასწავლო განყოფილება - ამზადებს თანამშრომლებს და აგენტებს. სასწავლო განყოფილებაში შედის მოსადის აკადემია, რომელშიც კლასებს ასწავლიან მხოლოდ მომქმედი თანამშრომლები.


ზემოხსენებული განყოფილებების გარდა, მოსადი მოიცავს უცხოელთა კონტრდაზვერვის დანაყოფებს (APAM) და ყოფილი ნაცისტების მცირე საძიებო ჯგუფს.


მოსადის სტრუქტურა მოიცავს რამდენიმე მთავარ განყოფილებას ან ოფისს:


"ცომეთი" - არის მოსადის უდიდესი განყოფილება და უპირველეს ყოვლისა, დაკავებულია სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებით განსაზღვრულ ქვეყნებში ჯაშუშებისა და ოპერატიული ოპერაციების მეშვეობით;


"ნევიოთი" (ყოფილი კუეშეთი) - აგროვებს დაზვერვას მოსმენის აღჭურვილობისა და სხვა საიდუმლო მეთოდების საშუალებით;



"მეცადა" (ადრე კესარიას სახელით იყო ცნობილი) - არის სპეციალური ოპერაციების განყოფილება, რომელიც ეწევა დივერსიულ და სამხედრო ოპერაციებს;


"კიდონი" - ეწევა იმ პირთა ფიზიკურ აღმოფხვრას, რომელთა განადგურება დამტკიცებულია კომიტეტის X - ის მიერ;



დაზვერვის დირექტორატი - პასუხისმგებელია ფსიქოლოგიურ ომზე, ანუ პროპაგანდაზე და დეზინფორმაციულ ოპერაციებზე. სადაზვერვო სააგენტო ასევე პასუხისმგებელია სამხედრო ტყვეების, დაკარგული პირების და მტრის დივერსიის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაზე;



"ტეველი" - არის პოლიტიკური და ზედამხედველობითი განყოფილება და პასუხისმგებელია პოლიტიკურ ურთიერთობებზე ისრაელისთვის დამახასიათებელ დაზვერვასთან და იმ ქვეყნებთან, რომელთანაც ისრაელს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა;



"ცაფრიმი" - არის ერთადერთი განყოფილება, რომელიც პასუხისმგებელია ებრაელთა უსაფრთხოებაზე მთელ მსოფლიოში. ის ასევე მონაწილეობდა იმ ებრაელების ტრანსპორტირებაში, რომელთა ლეგალური იმიგრაცია შეუძლებელი იყო.



მოსადის ყველა განყოფილება მუშაობს მისი დირექტორის მოადგილის მეთაურობით, რომელიც უფლებამოსილია გამოიყენოს ძალა ოპერაციებში.


მოსადი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სადაზვერვო ორგანიზაციაა, რომელსაც გააჩნია სუპერ დახვეწილი ტექნოლოგიური აპარატურა და ასევე გააჩნია ძლიერი კომპიუტერული მონაცემთა ბაზა (PROMIS), რომელსაც შეუძლია ინფორმაციის დიდი რაოდენობით განთავსება და დამუშავება.



მოსადის დირექტორები მისი დაარსებიდან დღემდე:


1. რეუვენ შილოა 1949-53;

2. ისერ ჰარელი 1953-63;

3. მეირ ამიტი 1963-68;

4. ცვი ზამირი 1968-73;

5. იცხაკ ჰოფი 1973-82;

6. ნაუმ ადმონი 1982-89;

7. შაბთაი შავითი 1989-96;

8. დანი იატომი 1996- 98;

9. ეფრემ ჰალევი 1998-02;

10. მეირ დაგანი 2002-11;

11. ტამირ პარდო 2011-16;

12. იოსი კოენი 2016- დღემდე.


image


მოსადის წარმატებული ოპერაციებიდან აღსანიშნავია 1960 წლის 11 მაისს არგენტინაში, ბუენოს აირესში ადოლფ ეიხმანის დაკავება, რომელიც ისრაელში გასამართლდა და 1962 წლის 31 მაისს ქალაქ რამლას ციხეში ჩამოახრჩვეს. ეს იყო მეორე და უკანასკნელად გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი ისრაელის სახელმწიფოში.


მოსადში არანაკლებ წარმატებით ქალები მოქმედებენ. ზოგიერთი მათგანის სახელიც ცნობილია.


- ლილი კასტელი;

- იოლანდა ჰარმერი (გაბაი) - ეგვიპტური ფესვების მქონე;

image

- სილვია რაფაელი - აგენტი–ლიკვიდატორი. მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ტერაქტის ერთ ერთი ორგანიზატორის ლიკვიდაცია ჰქონდა დავალებული, თუმცა მან ალი ჰასან სალამეს ნაცვლად შეცდომით, რესტორნის თანამშრომელი, წარმოშობით მაროკოელი აჰმედ ბუჩიჰი გამოასალმა სიცოცხლეს.

image


- ალიზა მაგენი;

- ერიკა ჩემბერსი;


image


- შერილ ბენ ტოვი ("სინდი");

- ამინა ალ მუფტი - წარმოშობით ჩერქეზი;


image


- იაელ პოზნერი;

- მალკა ბრავერმანი.


image


2006 წელს მოსადში მუზეუმი გაიხსნა. გაზეთ "მაარივ"–ის ცნობით, ექსპონატების შერჩევა პირადად დაადასტურა მოსადის დირექტორმა. თავად მუზეუმი დაცულია საიდუმლოებით, მასზე წვდომა ეძლევა სპეცსამსახურების თანამშრომლებსა და ვეტერანებს, ისრაელის სახელმწიფო მოხელეებსა და უცხოეთის ზოგიერთ დელეგაციას.



ვინ არიან საიანიმები?!



საიანიმი ივრითზე "დამხმარეს" ნიშნავს და ისრაელის დაზვერვის დამხმარეთა საერთაშორისო ქსელს წარმოადგენს, რომლის წევრებიც მხოლოდ და მხოლოდ სუფთა სისხლის ებრაელები არიან. საიანები საკმაოდ ლოიალურები არიან იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელშიც ცხოვრობენ. თუმცა უპირატესობას ისრაელს ანიჭებენ და სამშობლოს გულისათვის ყველაფერზე წამსვლელნი არიან. მარტო ლონდონში 2 000 საიანი მოღვაწეობს, აშშ–ში მათი რაოდენობა ათჯერ მეტია (20 000).


image


საიანი არასდროს ღებულობს მონაწილეობას ოპერაციებში, მათ მხოლოდ დახმარების გაწევა და ხელშეწყობა ევალებათ. მსოფლიოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში სადაც კი ისრაელის საელჩოა მოსადს თავისი რეზიდენტურა ჰყავს.

0
324
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
324
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0