x
მეტი
  • 16.10.2019
  • სტატია:95708
  • ვიდეო:343121
  • სურათი:457638
"5 წელი ხმა არ ამომიღია..." "რა ნინო შუბლაძის პირადი ცხოვრების ფარული კადრები?! " - ნიკა გვარამია ნინო შუბლაძეზე

image


რა ნინო შუბლაძის პირადი ცხოვრების ფარული კადრები?! თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ, ქიბარვიზიის ადმინისტრაციავ?! მეც და შუბლაძეც გადაგვიღეს ოფისში და შუბლაძემ იცის, მისი ვიდეო რა საუბარსაც ასახავს. მაგიტომაც წავიდა და გავუშვით ზარზეიმით, 50 ათასიანი პრემიით. ვეხვეწე თან, არ წასულიყო. არ იცით ან თქვენ ან თვითონ შუბლაძემ ეგ ამბავი?!

5 წელი ხმა არ ამომიღია, პატივი ვეცი და არც ამოვიღებდი. მაგრამ რ2ის ჯალათობას არავის არ ვაპატიებ არასდროს.



თავისმხრივ განცხადებას ნინო შუბალძეც ავრცელებს:


„სალამი ყველას, სახე დაკარგულებსაც! პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ არ მიმიღია გადაწყვეტილება მედიაში და კერძოდ რუსთავი 2-ში დაბრუნების თაობაზე. შემოთავაზება მივიღე მხოლოდ ... მეორე დღეა ვყურებ სრულ ისტერიას … ოდესმე ამ შოკიდანაც ალბათ გამოვალ ... ენას ძვალი არ აქვს, თუმცა ვინც მიცნობს, ზუსტად იცის არასოდეს არც მორალურ ზღვარს გადამიბიჯებია ადამიანებთან, ჩემს კოლეგებთან ურთერთობაში, მიუხედავად იმისა, რომ მარტივი წლები არ გაგვივლია ერთად ... არც ახლა გადავალ ამ ზღვარს... ამიფეთქდა ტელეფონი - თქვენი პიროვნული გამხნევება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პ.ს. როგორც ჩემმა დამ მითხრა - საქმემან ჩემმან წარმომაჩინოს


შექმნილ სიტუაციას ნანუკა ჟორჟოლიანიც გამოეხმაურა:


მე ახლა უნდა მოვყვე რას ნიშნავს სახის დაკარგვა.

წლები რომ თანაცხოვრობ ადამიანებთან, მეგობრობ, ახლობლობ, დღესასწაულებს ერთად ატარებთ. გარდა იმისა რომ მათ პიარს აკეთებ, და უცებ, 2012 წელს ფერს ისე იცვლი რომ იგივე ჟანრში ცხოვრობას იწყებ ახალ ხელისუფლებასთან. ივიწყებ ყველას ვისთანაც გიმეგობრია, უფრო მეტიც, ტელეფონზე არ პასუხობ შენს მეგობარს რომელსაც სუსი პარავს თანამშრომლებს და არ პასუხობ იმიტომ რომ ვერ უტეხავ ახალ ხელისუფლებას, რომელსაც ამის გამჟღავნება არ სურს. სახის დაკარგვაამეგობრის ასეთ განსაცდელში დატოვება და სახის დაკარგვაა მეგობრისთვის კურიერის აბუნტება. (დეტალებს არ დავწერ)

სახის დაკარგვაა მეგობარს რომ გიჭერენ და პროცესზე არ მიდიხარ, ხელისუფლებას რომ არ ეწყინოს.

სახის დაკარგვაა 7 წელი ჯერ ნაცების პიარს რომ აკეთებ და შემდეგ ქოცების.

სახის დაკარგვაა, როცა ყველა ხელისუფლებისთვის ხიდი ხარ ნიუსში.

სახის დაკარგვაა, როცა ამის შემდეგ მიდიხარ იმ სამსახურში, რომელიც შენი ყოფილი თანამშრომლების გაშავებითაა დაკავებული.

და გულის დაკარგვაა, როცა შენი მეგობრების სამარცხვინოდ გაყრის შემდეგ სალია მიდის ნიუსრუმში და ამბობს რომ მზად ხარ მიხვიდე თუ გუნდი მიგიღებს.

ბუმერანგია, რომ გუნდი მიღებაზე უარს ამბობს.

p.s. მე ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დავდე სტატუსი, რომ არ დავინდობდი არავის, ვინც ამ გადამწყვეტ ბრძოლაში კრემლის მხარეს დადგებოდა. ვინც ბოლომდე გაარუსებდა არხს, რომელიც პროდასავლურ ღირებულებებზე, ძალიან ღირსეულმა ადამიანებმა შექმნეს.

მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, რომ ვინც არ უნდა მივიდეს არხზე მოუწევს ნანგრევებში მისვლა.

ყველამ და ღირსეულებმა, ბიძინას ტელევიზიაში მუშაობაზე უარი თქვეს.

ჩვენი ფილმი დასრულებულია.
გიტოვებთ მოსფილმს.

0
2708
2-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ თაყნიაშვილი
ნიკოლოზ თაყნიაშვილი
2708
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0