x
მეტი
  • 18.09.2019
  • სტატია:94894
  • ვიდეო:342606
  • სურათი:456921
"მეგობრებო, მე ჩემი სათქმელი ყველას ვუთხარი...მერე არ თქვათ, რომ არჩევანი არ გქონდათ"

image
ტელეკომპანია "რუსთავი 2" ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და სამომავლო გეგმებზე წერს.


"მეგობრებო, მე ჩემი სათქმელი ყველას ვუთხარი: ვაკეთებ ამბიციურ ტვს, ინვესტორები - არის, ანუ ფული გვაქვს , შენობა - რ2ზე უკეთესი, ტექნიკაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. კრიტიკული და საუკეთესო არხი ცხვება. მთავარი ხალხი, ვინც რ2ს აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ.

აწი ხვეწნას არ ვაპირებ. ვინც აახტებით მიმავალ გემს და გამარჯვებულ ნავში ყოფნას ისურვებთ, თქვენი გადასაწყვეტია. მეორე არჩევანი - ივანიშვილის ტვა. მერე არ თქვათ, რომ არჩევანი არ გქონდათ და კრედიტი და შვილებს რა ვაჭამო არ მოიმიზეზოთ.

მოკლედ, იყავით ჩვენთან ერთად და

მოიპოვეთ
ჩვენთან
ერთად
თავისუფლება

ps ბოლო ოთხი სიტყვა მთავარი არხის სლოგანია

pps ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას. ვისაც უნდა პატასალია - რჩება, ვისაც თავისუფლება - მოდის. as simple as that. "

0
262
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
Mediator image
262
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0