x
მეტი
  • 18.09.2019
  • სტატია:94892
  • ვიდეო:342605
  • სურათი:456921
"მე ახლა უნდა მოვყვე რას ნიშნავს სახის დაკარგვა...ჩვენი ფილმი დასრულებულია. "

image
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.


როგორც ჟორჟოლიანი წერს, სახის დაკარგვაა 7 წელი ჯერ ნაცების პიარს რომ აკეთებ და შემდეგ ქოცების. სახის დაკარგვაა, როცა ყველა ხელისუფლებისთვის ხიდი ხარ ნიუსში. სახის დაკარგვაა, როცა ამის შემდეგ მიდიხარ იმ სამსახურში, რომელიც შენი ყოფილი თანამშრომლების გაშავებითაა დაკავებული.


"მე ახლა უნდა მოვყვე რას ნიშნავს სახის დაკარგვა.

წლები რომ თანაცხოვრობ ადამიანებთან, მეგობრობ, ახლობლობ, დღესასწაულებს ერთად ატარებთ. გარდა იმისა რომ მათ პიარს აკეთებ, და უცებ, 2012 წელს ფერს ისე იცვლი რომ იგივე ჟანრში ცხოვრობ ახალ ხელისუფლებასთან. ივიწყებ ყველას ვისთანაც გიმეგობრია, უფრო მეტიც, ტელეფონზე არ პასუხობ შენს მეგობარს რომელსაც სუსი პარავს თანამშრომლებს და არ პასუხობ იმიტომ რომ ვერ უტეხავ ახალ ხელისუფლებას, რომელსაც ამის გამჟღავნება სურს. სახის დაკარგვაა მეგობრის ასეთ განსაცდელში დატოვება და სახის დაკარგვაა მეგობრისთვის კურიერის აბუნტება. (დეტალებს არ დავწერ)

სახის დაკარგვაა მეგობარს რომ გიჭერენ და პროცესზე არ მიდიხარ, ხელისუფლებას რომ არ ეწყინოს.

სახის დაკარგვაა 7 წელი ჯერ ნაცების პიარს რომ აკეთებ და შემდეგ ქოცების.

სახის დაკარგვაა, როცა ყველა ხელისუფლებისთვის ხიდი ხარ ნიუსში.

სახის დაკარგვაა, როცა ამის შემდეგ მიდიხარ იმ სამსახურში, რომელიც შენი ყოფილი თანამშრომლების გაშავებითაა დაკავებული.

და გულის დაკარგვაა, როცა შენი მეგობრების სამარცხვინოდ გაყრის შემდეგ სალია მიდის ნიუსრუმში და ამბობს რომ მზად ხარ მიხვიდე თუ გუნდი მიგიღებს.

ბუმერანგია, რომ გუნდი მიღებაზე უარს ამბობს.

p.s. მე ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დავდე სტატუსი, რომ არ დავინდობდი არავის, ვინც ამ გადამწყვეტ ბრძოლაში კრემლის მხარეს დადგებოდა. ვინც ბოლომდე გაარუსებდა არხს, რომელიც პროდასავლურ ღირებულებებზე, ძალიან ღირსეულმა ადამიანებმა შექმნეს.

მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, რომ ვინც არ უნდა მივიდეს არხზე მოუწევს ნანგრევებში გავლა.

ყველამ და ღირსეულებმა, ბიძინას ტელევიზიაში მუშაობაზე უარი თქვეს.

ჩვენი ფილმი დასრულებულია.
გიტოვებთ მოსფილმს."

0
223
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
Mediator image
223
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0