x
მეტი
  • 21.10.2019
  • სტატია:95778
  • ვიდეო:343130
  • სურათი:457753
აშშ -ში ფილტვების აქამდე უცნობ დაავადებას ებრძვიან

image

Washington Post - ის ცნობით, აშშ-ში დაფიქსირებულია ასობით შემთხვევა, როდესაც ადამიანებს ძალიან უჭირთ სუნთქვა. სიმპტომები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ხალხი საავადმყოფოებს აკითხავს, ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტებს აღენიშნებათ ძლიერი ხველა, სიცხე, პირღებინება და დიარეა. დაავადებულთა უმრავლესობა ახალგაზრდაა. ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის განცხადებით, ფილტვების დაავადების გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა, ელექტრო - სიგარეტი იყოს.


ყველაფერი ეს მაშინ დაიწყო, როდესაც მწეველები, მათი აზრით, სიგარეტთან შედარებით, ნაკლებად მავნებელ ელექტრო- სიგარეტებზე გადავიდნენ. ამ უკანასკნელის გამოყენებით, წესით, მწეველის ორგანიზმში უნდა მოხვედრილიყო 95%- ით ნაკლები მავნე ნივთიერება, თუმცა ნიკოტინის მიწოდება.მაინც უნდა უზრუნველყო ორგანიზმისთვის. საბოლოოდ კი, შედეგად მიიღეს ასობით მწეველი პაციენტი საავადმყოფოებში.


ხელისუფლებები მშვიდად უყურებენ ელექტრო- სიგარეტების ბიზნესს, რადგან ის სწრაფად განვითარებადია და უმეტესად ახალგაზრდა თაობას იზიდავს მათი ფორმებისა და გემოების მრავალფეროვნების გამო.


მოზრდილებმა, ელექტრო-სიგარეტის დახმარებით, მართლაც შეიძლება შეამცირონ მოწევა, მაგრამ ახალგაზრდების უმრავლესობა სწორედ მათი მეშვეობით ეჩვევა სიგარეტს, ან არც კი აქვთ წარმოდგენა, რომ ელექტრო-სიგარეტებიც შეიცავენ ნიკოტინს და ისინიც მავნებელია. სწორედ ასეთი გაუცნობიერებლობის წყალობით მოხვდა ასობით ახალგაზრდა საავადმყოფოებში.

მწარმოებლების განცხადებით, ელექტრო-სიგარეტები არ წარმოადგენს ნარკოტიკს, ამიტომ მათი მავნებლობაზე ტესტირება არ ხდება. შესაბამისად, არაა დადგენილი, რა შედეგების მომტანია ისინი მწეველების ორგანიზმისათვის.

ასევე იხილეთ:

სიგარეტიდან თუთუნზე გადასული მწეველები

როგორ დავანებოთ სიგარეტის მოწევას თავი? (12 საფეხური)

ათი საუკეთესო მიზეზი, თუ რატომ უნდა დაანებოთ სიგარეტის მოწევას თავი

0
107
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
Mediator image
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0