x
მეტი
  • 12.12.2019
  • სტატია:97314
  • ვიდეო:344149
  • სურათი:459281
რუსეთის პატრიარქი კირილი ერთი ჩვეულებრივი ოლიგარქია, ამჟამად მის ძვირადღირებულ იახტას წარმოგიდგენთ

image კუნძულ ვალაამზე არის რუსეთის პატრიარქის რეზიდენცია, რომლისკენ მიმავალ გზაზე რუსმა მომლოცველმა ნახა და გადაიღო რუსეთის პატრიარქის კუთვნილი იახტა, რომელსაც ორივე მხარეს პატრიარქის გერბი აქვს.
იახტის ღირებულება კი 4 მილიონი დოლარი გახლავთ. იახტა "პალადა"-ლუქსის კლასის იახტა გახლავთ, რომლის მეორე ეგზემპლარი არ აუგიათ, ესაა დაკვეთით რუსულ-ჰოლანდიური იახტების მშენებელი კონსორციუმის -"Timmerman Yachts"-ის მიერ 2003 წელს აგებული იახტა, ჰოლანდიელი არქიტექტორის გვიდო დე როტას პროექტით.
კუნძულზე 200 ადამიანი ცხოვრობს, რომელთა დიდი ნაწილი ბერებია. კუნძულზე ათასობითაა თოლია.
imageimage ნიკოლსკის მონასტერი ერთერთი ყველაზე ულამაზესია არქიტექტურული თვალსაზრისით. ის კუნძულის მთავარი მონასტრიდან კილომეტრნახევრითაა დაშორებული.
მონასტერს მომლოცველები "ვალაამის კარებს" ეძახიან, რადგან კუნძულზე გადასვლისას პირველად მას დაინახავთ.
imageimage რუსეთი პატრიარქის იახტის ტექნიკური მონაცემებია:
იახტა "პაალადა"
საერთო სიგრძე-32 მეტრი
სიგანე-7, 45 მეტრი
სრული დატვირთვისას იახტა-1, 8 მეტრის სიღრმეში ჯდება წყალში
კრეისერული სიჩქარე-12, 5 კვანძი
ცურვის რესურსი საწვავით სრული გამართვისას-2500 საზღვაო მილი
საწვავის სრული რაოდენობა-24 ტონა
მტკნარი წყლის მარაგი-3ტონა
სტუმრების რაოდენობა-8 ადამიანი 4 კაიუტაში
ეკიპაჟი-4 ადამიანი 2 კაიუტაში.
image იახტას გააჩნია თანამედროვე რადიოკავშირის სისტემა და ასევე თანამედროვე სანავიგაციო ელეტრონული საშუალებები.




0
255
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
255