x
მეტი
  • 18.09.2019
  • სტატია:94893
  • ვიდეო:342606
  • სურათი:456921
ვინაა მოწამე,რომელსაც მართლმადიდებლურ სამყაროში ძაღლის თავით გამოსახავდნენ

წმ.ქრისტეფორეს ხატის ხილვისას თავდაპირველად შეიძლება იფიქროთ, რომ საქმე ბოროტ ხუმრობასა და ღვთის გმობასთან გაქვთ. მას დიდი ხნის განმავლობაში სწორედ ძაღლის თავით გამოსახავდნენ ქრისტიანულ სამყაროში და მხოლოდ მე-18 საუკუნეში თქვა უარი მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ამ ტრადიციაზე.imageდღეს წმ.ქრისტეფორეს ჩვეულებრივი, ადამიანური სახით გამოსახავენ, რომელსაც ხელში ყრმა მაცხოვარი უჭირავს. თუმცა, საუკუნეების განმავლობაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მას ძაღლის თავით ხატავდნენ. მისი პირველი გამოსახულება V-VII საუკუნეებით თარიღდება და თანამედროვე მაკედონიის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი.

image1722 წლის მაისში წმინდა სინოდმა წმ.ქრისტეფორეს ძაღლის თავით გამოსახვა აკრძალა, რადგანაც ეს, მათი განცხადებით “ბუნებას, ჭეშმარიტებასა და ისტორიას" ეწინააღმდეგებოდა. წმინდანის ძაღლისთავიანი გამოსახულება ძველი ტაძრების ფრესკებსა და ზოგიერთი მუზეუმის არტეფაქტებზე შემორჩა.

კინოცეფალებია ნუ ძაღლისთავიანები პირველად ანტიკური ხანის ისტორიკოსებმა და მოგზაურებმა აღწერეს. ისინი მოხსენიებულნი არიან ჰეროდოტეს, პლინიუს უფროსის და ჰესიოდეს ნაშრომებში. ისტორიკოსები მათ სხვადასხვაგვარად აღწერენ, თუმცა თანხმდებიან იმაში, რომ ეს უჩვეულო გარეგნობის ხალხი ბინადრობდა სკვითიაში, ინდოეთში, ეთიოპისა და ლიბიაში.

imageქრისტიანულ წყაროებში პირველად ამ ხალხს ანდრია პირველწოდებული იხსენიებს. მოციქული მათ თანამედროვე პაკისტანის და ირანის საზღვრებთან შეხვდა. ცხადია, რომ წმ. ქრისტეფორე ანტიკური სამყაროდან ნამდვილად არ იყო და სავარაუდოდ ის რომაელებმა დაატყვევეს.
ტყვეს Reprobus უწოდეს, რაც გარიყულს ნიშნავს. გადმოცემით, ის ნამდვილი გიგანტი იყო, მეტად ღონიერი და ისეთი მძვინვარე შესახედაობის, რომ მისი დანახვისას იმპერატორი დეციუსი შეშინებული წამომხტარა თავისი ტახტიდან.ძაღლისმაგვარი თავი, უზარმაზარი აგებულება და მგრგვინავი ხმა უშიშარ მეომრებსაც კი აფრთხობდათ.

imageრა თქმა უნდა, დღეს უკვე ცხადია, რომ არავითარი ძაღლისთავიანი ადამიანები არ არსებობდნენ და ეს მხოლოდ ფანტაზიებია, რაც, სავარაუდოდ ამ ადამიანების ფიზიკური ნაკლით იყო გამოწვეული. ზოგიერთ ბიზანტიურ წყაროებში მითითებულია, რომ ეს აღწერა პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა მივიღოთ და რომ ასეთ აღწერაში მხოლოდ და მხოლოდ ამ ადამიანების სისასტიკე და მძვინარებაა ნაგულისხმები.

imageკიდევ უფრო საყურადღებო ცნობებს გვაწვდის მოგზაური მარკო პოლო, რომელიც თავისი მოგზაურობის დროს შეხვდა კინოცეფალების ტომს. ესენი იყვნენ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც პირს იჭრიდნენ სიგანეზე და კბილებს იწვეტებდნენ, რომ პირი ხახას დამსგავსებოდა. გარდა ამისა, ისინი ახალშობილებს თავს უკრავდნენ, რომ თავის ქალა დეფორმირებულიყო და წინ გამოწეული ფორმა მიეღო. მარკო პოლოს მტკიცებით, ეს ადამიანები საზარელი შეხედულების იყვნენ და მასტიფებს ჩამოჰგავდნენ.

დავუბრუნდეთ ისევ წმ. ქრისტეფორეს. როგორ მოხდა, რომ ასეთმა ადამიანმა წმინდანთა შორის ადგილი დაიმკვიდრა?

ერთი ვერსიის თანახმად, უდაბნოს მიწების გადაკვეთისას, მან პატარა ბიჭი დაინახა, რომელიც მდინარესთან იდგა და სთხოვა, რომ წყალზე გადაეყვანა. კინოცეფალმა შეისვა ბავშვი მხრებზე და წყალში შევიდა, მაგრამ მოულოდნელად ისეთი სიმძიმე იგრძნო, რომ შეშინდა და შეყოყმანდა. ბავშვმაკი უთხრა, რომ თამამად წასულიყო წინ, რადგან არავითარი საფრთხე არ ელოდათ. სინამდვილეში, ეს მაცხოვარი იყო ბავშვის სახით. მეორე ნაპირას მან წარმართი მონათლა და ქრისტეფორე უწოდა, რაც “ქრისტეს მატარებელს" ნიშნავს. მონათლული ქრისტეფორე ქრისტიანად მოიქცა, თუმცა იმპერატორის სამსახურს აგრძელებდა. დეციუსს არ სურდა, რომ ასეთი ძლიერი მეომარი ქრისტიანი გამხდარიყო და მას საცდუნებლად ორი ქალიც გაუგზავნა, თუმცა, ქრისტეფორემ ქალებიც ქრისტიანობაზე მოაქცია. მაშინ, იმპერატორმა ბრძანა, რომ ქრისტეფორე დაეწვათ, მაგრამ ცეცხლმა მას არა ავნო. საბოლოოდ, მას თავი მოჰკვეთეს. ქრისტეფორეს სხეული მისმა მოწაფემ პეტრე ატალიელმა ეგვიპტის ალექსანდრიაში წაასვენა.

imageსაინტერესოა, რომ კათოლიკურ ეკლესიას საერთოდ ეჭვი შეაქვს ასეთი წმინდანის არსებობაში. მიუხედავად ამისა, წმ ქრისტეფორე ძალიან პოპულარულია ევროპის კათოლიკურ ქვეყნებშიცში. ამ თემამ ბოსხის, დიურერის და კრანახის შემოქმედებაშიც კი ჰპოვა ასახვა:გოლიათი- ყრმა იესოთი მხარზე, მდინარეში. ესპანელებს წმინდანს თავის შვილებს ავედრებენ, ლიტვაში კი ის დედაქალაქ ვილნიუსის მფარველადაა მიჩნეული.



0
1249
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0