x
მეტი
  • 19.09.2019
  • სტატია:94914
  • ვიდეო:342604
  • სურათი:456926
,,ფორსაჟი 9" თბილისის ქუჩებში

image

ჰოლივუდური ფილმი “ ფორსაჟი" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კინო-პროდუქტია. დიდია მისი შემოსავალიც. ცნობისთვის, “ფორსაჟის" პირველი ფილმი 40 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა, ხოლო შემოსავალმა 200 მილიონს გადააჭარბა. ფილმს უკვე ათასობით ფანი ჰყავს და ისინი ყოველთვის მოუთმენლად ელოდებიან ახალი ეპიზოდების დიდ ეკრანებზე გამოჩენას. “ფორსაჟის" 8 ეპიზოდი უკვე ნანახი აქვთ მაყურებლებს, ამჯერად კი 9 ნაწილის გადაღებები მიმდინარეობს, რომელში მონაწილეობის ბედნიერებაც საქართველოს ერგო. 19 აგვისტოდან გადაკეტილია თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური გამზირი, საუბარია, ვაჟა-ფშაველაზე, სადაც ფილმის 10 წუთიანი მონაკვეთი უნდა გადაიღონ. გარდა ხსენებული ტერიტორიისა, დაგეგმილია რუსთაველის გამზირის და კიდევ რამდენიმე ლოკაციის გამოყენებაც, კერძოდ, პუშკინის სკვერის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზის და უნივერსიტეტის ქუჩების. გადაღებები დაგეგმილია ასევე ქალაქ რუსთავში, ავტობაზრობის ტერიტორიაზე.

image

აღსანიშნავია, რომ ჰოლივუდი საქართველოში გადასაღებ “ფორსაჟი 9" -ის ეპიზოდზე დაახლოებით 31 მილიონ აშშ დოლარს დახარჯავს. ჩვენს ქვეყანას ჰოლივუდიდან 200 მდე ადამიანი ესტუმრა.

image

ცნობისათვის, “ფორსაჟი 9" არის მძაფრ-სიუჟეტიანი კრიმინალური თრილერი და ის დიდ ეკრანებზე 2020 წლის სექტემბრისთვის გამოჩნდება.მასში მონაწილეობენ ვინ დიზელი, დუეინ ჯონსონი, ჯორდანა ბრიუსტერი, ლუკას ბლეკი, ტაირიზ გიბსონი, მიშელ როდრიგესი და სხვები.

1
549
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
Mediator image
549
  
21 აგვისტო, 23:50
აი რომ არ გჯეროდათ გრიგოლიჩის ნათქვამი გააჩუმეთ რუსთავი 2 და ქვეყანას ეშველებაო. არა ბიჭო და
0 1 1