x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ნინი დედალამაზიშვილი: როგორ იქმნება წარმატებული პროექტები
image

დღევანდელ დღეს კომპანიებს სჭირდებათ სხვადასხვა ტიპის მომსახურება, რომელიც მათ იმიჯზე დადებითად აისახება: ივენთის ორგანიზება, გადაღების დაგეგმვა, სწორი პოზიციონირება, კრიზისების მართვა. ამ ყველაფერთან დაკავშირებულ, საქმიან გამოცდილებას, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ნინი დედალამაზიშვილი გვიზიარებს.


- ნინი, რა არის საჭირო წარმატებული პროექტების შესაქმნელად?


- პირველ რიგში ენთუზიამი და საკუთარი საქმის სიყვარული. თავიდან ყველაფერი იდეით იწყება. ამას მოყვება უკვე კონკრეტული გეგმის შედგენა, თუ რა სჭირდება პროექტის წარმატებით დასრულებას. წინასწარ განისაზღვრება სამოქმედო პერიოდი(მოსამზადებელი და შესრულების) და შედეგები. საკუთარი გამოცდილებით თუ ვიმსჯელებ, ყველაზე დიდ სიამოვნებას, ჩაფიქრებული იდეის ხორცშესხმა და პროცესის მონიტორინგი მანიჭებს.


image

- თქვენს მიერ განხორციელებულ, რომელ პროექტს გამოარჩევდით?


- პირველად, პროექტების განხორციელება მსოფლიო ბანკის ახალგაზრდული ხმების ბაზაზე დავიწყე, 16 წლის ასაკში. კონფლიქტების მოგვარების ნაწილში, ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის ფარგლებშიც აფრიკის კონფლიქტური ზონებიდან, ახალგაზრდა თაობების შეხვედრები მიმდინარეობდა, კონფლიქტის მოგვარებისა და საერთო ენის გამონახვის მიზნით. ვამაყობ ამ პროექტით და ვფიქრობ, რომ მსოფლიო მშვიდობის დამყარებაში, ამ ტიპის პროექტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.


პროფესიით სხვადასხვა სფეროში ვიმუშავე. ჩართული ვიყავი, ლევან კორინთელის კინო-პროექტების „გასეირნება ყარაბაღში“ და „კონფლიქტის ზონა“ ამ ყველაფრის პიარ კამპანიაში. რამაც ძალიან დიდი გამოცდილება მომცა, როგორც პროფესიულ ასევე კინოსფეროში მოღვაწეობის, რადგანაც თანამედროვე ქართული კინოს თავიდან აღორძინებაში, ლევან კორინთელი ერთ-ერთი პირველი ნაბიჯების ავტორია და დიდი წვლილი მიუძღვის. საოცარი ადრენალინია, როდესაც შენს მიერ განხორციელებული პიარ-კამპანია კინოთეატრებს ავსებს, ამ ყველაფრის კულისებში ყოფნა ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო.

წაიკითხეთ სტატია სრულად

0
63
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0