x
მეტი
  • 21.09.2019
  • სტატია:94935
  • ვიდეო:342643
  • სურათი:456964
თუ სამაგისტრო გამოცდები ჩააბარეთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ

image

2019 წლს ერთიანი სამაგისტრო გამოცდები 12 000-მდე ადამიანმა ჩააბარა. შედეგებიც ცნობილია და ახლა აპლიკანტებმა სასურველი უნივერსიტეტები უნდა აირჩიონ და გაიარონ მეორე ეტაპი - სპეციალობის შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები.


ბოლო წლებში საქართველოში სამაგისტრო პროგრამები მნიშვნელოვნად იხვეწება. დღეს ბაზარზე არიან მოწინავე უნივერსიტეტები, რომლებიც მაგისტრანტებს გამორჩეულ სამაგისტრო პროგრამებს სთავაზობენ. ასეთი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტია, რომლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები წარმატებით არიან დასაქმებული მსხვილ კომპანიებში ან საკუთარი ბიზნესი აქვთ. მიზეზი კი მარტივია - BTU სწორედ იმ ტიპის განათლებას აძლევს მაგისტრანტებს, როგორზე მოთხოვნაც დღეს დასაქმების ბაზარზეა. ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედმროვე ტექნოლოგიები - ასე ჰქვია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამას, რომელზე სწავლის საფასურიც 2250 ლარია.


  • პროგრამა არის უნიკალური, რადგან ახდენს ორი სფეროს ბიზნესისა და ტექნოლოგიების სინთეზს. პროგრამის მიზანია, მაგისტრანტები მოამზადოს ბიზნესის ადმინისტრირებაში სიღრმისეული ცოდნის მქონე პროფესიონალად; მისცეს კომპეტენცია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ბიზნესის ეფექტურად და ეფექტიანად მართვისათვის და შესძინოს უნარები, მაღალტექნოლოგიური მიღწევების გათვალისწინებით, შეძლოს ინოვაციური ბიზნეს პროექტების ინიცირება და მართვა, საწარმოო პროცესების დაგეგმვა, შეფასება და კონტროლი.

  • მაგისტრანტებს ხშირად დამატებით კურსების გავლა უწევთ. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ამაზეც იზრუნა და საჩუქრად ყველა მაგისტრანტს - CRM, SPSS და ტექტრენდების სასერტიფიკატო კურსები გადაეცემა.

  • უნივერსიტეტი დიდ ყურადღებს აქცევს ლექტორების გუნდს. დღეს BTU-ს გუნდს წარმოადგენენ სა­ქარ­თვე­ლოს უმ­სხვი­ლე­სი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ტოპ მე­ნე­ჯე­რები, რომლებიც სტუ­დენ­ტებს არა მხო­ლოდ ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო უახ­ლეს ტექ­ნო­ლო­გი­ებს ას­წავ­ლი­ან, არა­მედ მათ და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მებს და ინ­დუსტრი­ას­თან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც სთა­ვა­ზო­ბენ.

  • BTU-ს სამაგისტრო პროგრამის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ უნივერსიტეტი გაცვლით პროგრამებში ყველა სტუდენტის ჩართულობას უზრუნველყოფს. გაცვლითი პროგრამებით სარგებლობა სტუდენტებს შეუძლიათ როგორც ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში. არის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გაცვლითი პროგრამები, საზაფხულო და ზამთრის სკოლები, სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები.

MBA სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე მატერიალური სახით მისამართზე: ი. ჭავჭავაზის გამზ. #82.

მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია, წარსადგენი დოკუმენტების სია, შიდა საუნივერსიტეტი გამოცდები, ჩარიცხვა

0
128
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0