x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დავით კალანდია-"ვიყიდე კანტორა. კანტორა უშვებდა ქილების ხუფებს"

image

პუბლიცისტი დავით კალანდია იგავის სახით პოსტს აქვეყნებს, რომელიც ვფიქრობ ადვილი მისახვედრია ვის და რას გულისხმობს და რისკენ არის მიმართული:




"ვიყიდე კანტორა.
კანტორა უშვებდა ქილების ხუფებს.
დავუძახე ხუფების დიზაინერს და ვუთხარი, რომ დიზაინი არ მომწონს, უნდა შევცვალოთ-მეთქი.
-არა, არ შევცვლით!-მპასუხობს დიზაინერი-ეს ჩვენი ნოუ-ჰაუა, და ჩვენ გავაგრძელებთ ასეთი ფორმის ხუფების გამოშვებას.
-ვაააა-გამიკვირდა- კი მაგრამ, ეს კანტორა ჩემია, მე ვიყიდე და ახლა მე მინდა შევცვალო რაღაცა.
-შენს კაბინეტში შეგიძლია ულიანოვის ბიუსტი ბრონშტეინის ბიუსტზე შეცვალო, და ხუფების დიზაინის პოლიტიკა ჩემი საქმეა.
-ვააააა-კიდევ უფრო გამიკვირდა- ეს როგორ, ტოოოო?
-აი ასე-მპასუხობს დიზაინერი-თუ არ მოგწონს და, კარგად იყავი.
-რას ნიშნავს "კარგად იყავი?"-ვეკითხები- მიდიხარ?
-არა, შენ წახვალ აქედან!
-ჩემი საკუთრებიდან მე წავიდე???
-ხო, მოგიწევს.
-ვითომ როგორ?
-როგორ და, მიმოიხედე!
მიმოვიხედე! დიზაინერის უკან არასამთავრობო სეგმენტის ჩასაფრებული ღლაპები იდგნენ, ხელში გამზადებული სარჩელებით.
-ამათი იმედი გაქვს?
-ხო, ამათი-გუნდური პრინციპით მიპასუხა დიზაინერმა და მასთან ერთად რამოდენიმე წამყვანმა მეხუფემ.
-ხო, ჩვენი!-დაიწრიპინეს პირზერძეშეუმშრალმა არასამთავრობოებმა
დავფიქრდი, და მერე:
-წადით, თქვენი....
და ჯერ სათითაოდ, და მერე ყველასი ერთად ახლობელი დედის ჯანმრთელობა მოვიკითხე.
და ყველა წავიდა.
ახალი კანტორა გახსნენ, სადაც იგივე დიზაინის ხუფების გამოშვებას აპირებენ.
არასამთავრობოებმა ერთ ხანს იხტუნავეს ერთ ადგილას, მერე ახალი კანტორისკენ მსვლელობა გამართეს სამოვრით, ბლითების აცმებითა და ამოქარგული პირსახოცებით.
მე კი ახალი დიზაინერის კონკურსი გამოვაცხადე.
გამომეხმაურა სრულიად საბერძნეთი.
საბერძნეთი რა იყო, საქართველო."-წერს კალანდია.

image





0
159
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0