x
კურიერში ბუნტია! საინფორმაციო გამოშვების წაყვანაზე ჟურნალისტები უარს ამბობენ.
image


რუსთავი 2 -ის საინფორმაციო გამოშვება კურიერი დღეს ეთერში არ გასულა. კურიერი ბოლოჯერ ეთერში გუშინ საღამოს 9საათზე გავიდა, „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა გუშინ სამსახური პირდაპირ ეთერში დატოვეს. ტელევიზიიდან წავიდა წამყვანი პაატა იაკობაშვილიც.

„კურიერში ბუნტია !

ამ წუთებში პაატა სალია ჟურნალისტებს ხვდება !


ნინო შუბლაძესთან შეხვედრაზე ჟურნალისტები უარს ამბობენ, ლაშა ნაცვლიშვილის კაბინეტიდან გამოსულს აქ რა უნდაო

ვერავინ დაითანხმა ნიუსის წაყვანაზე !

სხვაგან მოხვდით პატივცემულო სალია !“-ამბობს ელისო კილაძე.


ფაქტს ქიბარ ხალვაშიც გამოეხმაურა:


„რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო. ყველაფერი კარგად იქნება“


„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ნინო შუბლაძე უხელმძღვანელებს.

მანამდე ტელეკომპანიის რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ესენი არიან ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია და გიორგი ლაფერაშვილი.

1
372
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ თაყნიაშვილი
ნიკოლოზ თაყნიაშვილი
372
  
2019, 21 აგვისტო, 13:28
უამრავი ჟურნალისტი დასაქმდება, შეუცვლელი ვინ არის?)
0 1 1