x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ინდოელი მილიარდელის ქალიშვილმა ქორწილის ხარჯზე უარი თქვა და მამას სულ სხვა რამ სთხოვა
image

მრავალი გოგონა რა თქმა უნდა როცა თხოვდება, ოცნებობს, რომ მისი ქორწილი იყოს არაჩეულებრივი, განსაკუთრებით პომპეზური, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა დაამახსოვრდეს, გამონაკლისი არც შეირა მუნოტია, მით უმეტეს, თუ მამამისი მილიარდელი ანჯეი მინოტია.


ბიზნეს-მაგნატი ანჯეი მინოტი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია ინდოეთში, იგი ხორბლის და ქსოვილების ბიზნესითაა დაკავებული.მილიარდელი საგანგებოდ მოემზადა ამ ღირშესანიშნავი მოვლენისთვის და ქალიშვილს განუცხადა, რომ მისი საქორწინო ცერემონიალისთვის 122 000 აშშ დოლარი გამოყო, თუმცა გოგონამ გაიგო, რომ მამა ამდენ ფულს ხარჯავდა გააპროტესტა, ითხოვა ქორწილი ვიწრო იჯახურ წრეში გადაეხადათ, ხოლო ის თანხა კეთილ საქმესთვის მოეხმარათ.



image


image


მამამ და ქალიშვილმა გადაწყვიტეს უსახლკაროებისთვის თავშესაფარი აეშენებინათ, ბიზნესმენმა ორი აკრი მიწა იყიდა, აშენდა სახლი, სადაც 90 უსახლკარო ოჯახი შესახლდა, რომლის საზეიმო გახსნას შეირა, მისი მეუღლე და მამამისი ანჯეი ცოლთან ერთად ეწრებოდა, გოგონა ამბობს, რომ ეს არის მისთვის ყველაზე დიდი საქორწინო საჩუქარი და ამაყობს მამით, რომელმაც ფული ქარს არ გაატანა.

imageimage

რა თქმა უნდა საზოგადოებამ გულთბილად მიიღო მათი გულუხვი საქციელი, შეირასთან ერთად გაბედნიერდა 90 ოჯახი, რომლებიც წლების განმავლობაში ქალაქ აურანგაბადის ღატაკ რაიონის ბარაკებში ცხოვრობდნენ, ახლა მათ ახალ სახლებში დენიც აქვთ და კანალიზაციაც.იუწყება გამოცემა Apost-ი

image

0
2228
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0