x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
გვარამიას ახალი არხი შესაძლოა ტვ „იბერიას“ შენობაში განთავსდეს
image


ნიკა გვარამიას მიერ ახლადდაფუძნებული ტელეკომპანია შესაძლოა ჩუბინაშვილის ქუჩაზე მდებარე ტვ „იბერიას“ შენობაში განთავსდეს. ამის შესახებ ჟურნალისტურ წრეებში საუბრობენ. გავრცელებული ცნობით, შენობა მათ თავად მეპატრონემ ზაზა ოქუაშვილმა შესთავაზა. რამდენიმე კვირის წინ ნიკა გვარამია ადასტურებდა, რომ ახალი არხის შექმნის პროცესში სხვა სპონსორებთან ერთად მას ოქუაშვილი დახმარებას და დაფინანსებას დაპირდა.


ნიკა გვარამიამ გუშინ განაცხადა, რომ უფრო მაგარი შენობა ექნებათ, ვიდრე რუსთავი 2-ს აქვს, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია სად დაიწყებენ მუშაობას.


„ნოემბრიდან ვვარაუდობდით, მაგრამ ახლა ვხვდებით, რომ უნდა ავჩქარდეთ. დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ მაქსიმუმ ოქტომბერში წესით ტელე ეთერში უნდა ვიყოთ. ტელევიზია იმაზე სწრაფად იქმნება, ვიდრე გვეგონა და აწი უფრო დაჩქარდება, “ - აღნიშნა 20 აგვისტოს ნიკა გვარამიამ რუსთაველის გამზირზე მოწყობილ საზაფხულო სტუდიაში.



რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ახალ არხის შექმნაზე მოლაპარაკებებს ტელეკომპანია იბერიის მფლობელებთან აწარმოებს. როგორც გვარამიამ ჯერ კიდევ 2 აგვისტოს განაცხადა, მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა სხვა დეტალებზე საუბარი არ სურს. ტელეკომპანია იბერია 2018 წლიდან აღარ მაუწყებლობს. ტელეკომპანია ხელისუფლების მხრიდან ფინანსურ ზეწოლაზე საუბრობდა, რასაც ომეგა ჯგუფის საქმესთან აკავშირებდნენ.


ჟურნალისტები ზაზა ოქუაშვილის მეუღლეს, დეპუტატ ნატო ჩხეიძეს დაუკავშირდნენ. ნატო ჩხიძემ უპასუხა ყველა კითხვას, რომელიც ტელეკომპანია „იბერიას“ შესახებ დაუსვეს, მაგრამ ერთადერთი შეკითხვა დატოვა მან უპასუხოდ. ეს შეკითხვა გვარამიას მიერ დაანონსებული ახალი არხის „ომეგას“ ბაზაზე დაფუძნებას შეეხებოდა.


ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს, რომ წუხელ გვიან ღამით გვარამიას საცხოვრებელ სახლში თათბირი გაიმართა, სადაც „იბერიის“ შენობაში შესახლების გეგმაც გაჟღერდა. ოქუაშვილმა კი გვარამია ლონდონში მიიპატიჟა მოლაპარაკებების საწარმოებლად. გვარამიას სახლში გამართულ თათბირზე ასევე იყო ვერსია, რომ შესაძლოა არხი დიღომში, „ასტრა პარკის“ შენობაში განთავსდეს.


„გვარამიას სახლში ალოკოჰოლური სასმელების თანხლებით დამთავრდა შეკრება რუსთვი 2ის მოქმედ და გამოყრილ ჟურნალისტებთან. შეხვედრას ესწრებოდა კვნესოს მეუღლე “დიდი ჩეკისტი“ “უტიაშვილი, სტრუსბურგის “გამარჯვებული “ადვოკატები დიმიტრი საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილი! გვარამიამ მესთავაზა ხვალვე გავიდეთ “იბერიის“ შენობიდან ეთერშიოოო, ოქუაშვილი მზადაა დაგვიდგეს გვერდითო, ამან უკმაყოფილება გამოიწვია ჟურნალისტებში, იბერიას თავის თანამშრომლებისთვის ვერ გადაუხდია ხელფასი და ტეხავს კოლეგებთან, ჩვენ რას გადაგვიხდისო. ასევე განიხილეს რუსეთის (ოკუპანტი) ქვეყნის მოქალაქის შაფათავას შენობა დიღომში „ასტრა პარკი“, თუმცა თეა ადეიშვილმა იქვე გამოთქვა იდეა, თემქაზე კარგი ფართი ქირავდებაო, “ - წერს ჯღარკავა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.


„ასტრა პარკის“ შენობა რომ უკვე იცლება და გასართობი ცენტრი სხვა მისამართზე გადავა ამის შესახებ თავად „ასტრა პარკის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. კომპანია წერს, რომ იჯარით ეძებს ახალ ფართს, სადაც ისინი სექტემბრიდან გადავლენ და ამის შესახებ ისინი საკუთარ მომხმარებელს უკვე აფრთხილებენ.

0
172
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0