x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ნიკა გვარამიამ ახალი ტელეარხისთვის „ასტრა პარკის“ შენობა იყიდა?

image

ვრცელდება კულუალური ინფორმაცია, რომ რუსთავი-2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ახალი ტელეარხისთვის ბავშვთა გასართობი ცენტრის „ასტრა პარკის" შენობა იყიდა, რომელიც ჩაჩავას ქუჩაზე მდებარეობს.რამდენად სიმართლეა ეს ინფორმაცია, უცნობია(თავად ნიკა გვარამიას ამის შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია), თუმცა სოციალურ ქსელში, "ასტრა პარკის" ოფიციალურ გვერდზე დაიდო განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ადმინისტაცია ეძებს ახალ ადგილს გადასასვლელად.




„უნივერსალური გასართობი ცენტრი "ასტრა პარკი" უახლოეს დღეებში გეგმავს შეიცვალოს ლოკაცია‼️ კომპანია ეძებს შესაბამის ადგილს განახლებული კარტინგის ტრეკისა და ჩვენს ცენტრში არსებული სხვა გასართობი საშუალებების მოსაწყობად“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

image

როგორც კომპანიის განცხადებიდან ირკვევა აგვისტოს ბოლომდე იქნება შესაძლებელი "ასტრა პარკში" გართობა, სექტემბრიდან ისინი ლოკაციის შეცვლას აპირებენ.

0
546
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
546
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0