x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ბოლო წლებია რუსთავი 2-მა დაკარგა მაღალი სტანდარტი, ამიტომ აღარ იწვევს სახალხო მღელვარებას
image


ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი კურიერის გუნდში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და წერს. რომ რუსთავი 2-მა მიკერძოებულობით მაღალ სტანდარტებზე უარი თქვა და სწორედ ამიტომ აღარ იწვევს მისი დახურვა საზოგადოების მღელვარებას.


„თავისუფალია მხოლოდ ის მედია, რომელსაც შეუძლია და მუშაობს მაღალპროფესიული, საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტებით, რომელიც საუბრობს ფაქტებით, არაემოციურად; ნებისმიერ მედიას, რაოდენ მიკერძოებულიც არ უნდა იყოს, აქვს არსებობის უფლება თუკი არ აქეზებს ძალადობას, დისკრიმინაციას, არ იყენებს უცენზურო ლექსიკას, თუმცა მიკერძოებული მედია ვერ ჩაითვლება თავისუფლად, პარტიული მედია ვერ შექმნის მაღალ ჟურნალისტიკას. წლების წინ “რუსთავი 2”-მა დაიწყო მაღალი მედია-სტანდარტის დამკვიდრება და სწორედ ამიტომაც მე ვიყავი მისი გუნდის წევრი, სწორედ ამიტომ იყო, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც არხზე ხელისუფლებას მიჰქონდა რაიმე სახის შეტევა, ხალხი ქუჩაში დგებოდა მის დასაცავად. სამწუხაროდ, დღეს “რუსთავი 2” ის გაჩერებას არ გამოუწვევია სახალხო მღელვარება, სამწუხაროდ ბოლო წლებია “რუსთავი 2”-მა დაკარგა ის მაღალი სტანდარტი, რომელიც მას თავისუფალი მედიის კატეგორიას აკუთვნებდა.


22 წელი ვიმუშავე ამ არხზე, უამრავი ძალ-ღონე შევალიე მეც და ჩემი გუნდის წევრებმა ამ ხნის განმავლობაში არხის სახელისა და პროფესიული სტანდარტის დამკვიდრებას, თუმცა ბოლო წლებში, ნიკა გვარამიას პოლიტიკის გამო ამის გაკეთება სულ უფრო ძნელი ხდებოდა და ბოლოს საერთოდ შეუძლებელი გახდა, რის გამოც წამოვედი არხიდან და შემდეგ არაერთგზის შევაქე საკუთარ თავს ამ გადაწყვეტილების გამო იმის შემხედვარე თუ რასაც ვისმენდი თუ ვხედავდი ეკრანიდან. უსამართლოა ის რაც ხდება “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით, მიუღებელია ის რაც ხდება ზოგადად მედიაში, თუმცა კიდევ უფრო დასანანია, რომ რუსთავი 2-ის მფლობელებმა და ადმინისტრაციამ თავიანთი პოლიტიკით ხელისუფლებას ამის საშუალება მისცა, მისცა იმით, რომ მკაფიო მიკერძოებითა და მაღალ სტანდარტზე უარის თქმით, არხს თავისუფლება და მასთან ერთად საერთო სახალხო მხარდაჭერა დააკარგინა, “ - წერს აკაკი გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში.



* * *

შეგახსენებთ, აკაკი გოგიჩაიშვილმა ორი წლის წინ არხი დატოვა და ამის მიზეზებზე ღიად ისაუბრა. მომდევნო კვირიდან კი ტელეკომპანია „იბერიაზე“ ყოველდღიური ბიზნეს გადაცემა გააკეთა. აკაკი გოგიჩაიშვილმა წასვლისთანავე სპეციალური განცხადება გაავრცელა და რუსთავი-2ის მენეჯმენტში არსებულ პრობლემებსა და სარედაქციო საკითხებზე ისაუბრა. გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ რაც რუსთავი2-ზე არასოდეს ყოფილა, ახლა არის. ასევე ხაზს უსვამს, რომ არც დავით კიკალიშვილი წასულა ევროპის ხიბლით და არც თავად მიდის უხელფასობის გამო.


„კი ვიძახეთ და ლამის შუბლზე დავიწერეთ „რუსთავი2 ჩემიაო“ მაგრამ, ვერ გახდა პირადად ჩემი, უფრო სწორად იყო წლების წინ და აღარ არის, და, არც „აქციები“ შველის საქმეს საპატიოდ რომ გადმომეცა ერთ ცნობილ შეკრებაზე არხის „ღმერთებთან“ თუ „დედოფლებთან“ ერთად, დამილოცნია მისთვის ვინც პირველი დაწერს, რომ მოსწონს ის რაც ხდება არხზე და ასეთი მენეჯმენტი მისაღებია:


ყველა თემის გაშუქებაზე ერთპიროვნული გადაწყვეტილება, ისევე როგორც დაბლოკვაზე - ერთპიროვნული პოლიტიკური თუ სხვა სახის გემოვნების მიხედვით. არასდროს „რუსთავი2“ზე ეს არ ყოფილა და ახლა არის... იყო ხანდახან, თუმცა მე პირადად ყოველთვის შემეძლო შეკამათებაც და სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებაც - ესეც დასრულდა - ამიტომ მე ვტოვებ არხს 20 წლიანი, არ მომერიდება დაწერა, თავდაუზოგავი მუშაობის შემდეგ. ჩემთვის მიუღებელია, როდესაც მრავალწლიანი გამოცდილების კვალიფიციურ კადრებს ერთი ხელის მოსმით ახსნა-განმარტების გარეშე ქუჩაში უშვებენ ერთპიროვნული გემოვნებით, და, „ფული არ არის საკმარისი“ ამას ნამდვილად ვერ ხსნის, რადგან მათზე მაღალი ხელფასით უამრავი სხვა ადამიანი, მეგობრები, ახლობლები და ა.შ. სრულიად გაუგებარი დანიშნულებით პრობლემა თურმე არ არის.


მიუღებელია, რომ ათწლეულების საბრენდო გადაცემა ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე ისე იხურება, რომ იქ მომუშავეები ამის შესახებ შემთხვევით ეთერის წინ გებულობენ პროგრამების განყოფილებიდან, და ვერც ამას ხსნის „ფინანსური პრობლემები“ რადგან ამ გადაცემის ოთხმაგი და ხუთმაგი ბიუჯეტი ერთ ხელფასადაც გაიცემა და თითქოს ესეც პრობლემა არ არის.


არ მესმის როდესაც არხის დირექტორი ქათმის ბარკლებს პირადად უკეთებს რეკლამას ეთერში, არ მესმის როდესაც ხან დირექტორია, ხან პოლიტიკოსი, ხანაც არხის მთავარი მელომანი თუ ქვეყნის მთავარი გურმანი და არ ესმის რომ ჟურნალისტები რომლებმაც შექმნეს არხი და დღესაც მხრებით მიაქვთ, ელემენტარულ ახსნას იმსახურებენ თუ რატომ არ უნდა გავიდეს ეთერში სიუჟეტი, რომელშიც უამრავი შრომა ჩადეს ან რატომ უნდა გადაინაცვლონ ერთი გადაცემიდან მეორეში თითების ერთი გაწკაპუნებით - კადრების განყოფილებიდან ერთი სატელეფონო ზარი ამას ნამდვილად არ შველის.


თუ ვინმეს ჰგონია, რომ დათო კიკალიშვილი ევროპის ხიბლით წავიდა არხიდან, ცდება, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხელფასისა თუ უხელფასობის გამო მივდივარ - ცდება, თუ ვინმეს ჰგონია, რომ მე ვიქნები უკანასკნელი ვინც წავა - ასევე ცდება - თუ დირექტორმა არ იცის რაზე საუბრობენ თანამშრომლები, რა აწუხებთ და რაზე აქვთ პროტესტი - ჩვენ მაინც ხომ ვიცით, და, თუ რამე მეშლება შემისწორეთ, თუ ვინმეს ვაწყენინე - ბოდიში. არაფერზე გული არ მწყდება იმ ძალიან კარგ ადამიანებს გარდა ვისაც ყოველდღე ვხედავდი და ახლა უბრალოდ ხშირად ვერ ვნახავ და ვერც მათ გვერდით დავიცავ არხის იმიჯს - წარმატებები ყველას., “ - წერდა გოგიჩაიშვილი 2018 წლის იანვარში.


აკაკი გოგიჩაიშვილი საკუთარი განცხადებით ნიკა გვარამიას აკრიტიკებს და რუსთავი 2-ში არსებულ უსამართლობაზე საუბრობს.


„არ მესმის როდესაც არხის დირექტორი ქათმის ბარკლებს პირადად უკეთებს რეკლამას ეთერში, არ მესმის როდესაც ხან დირექტორია, ხან პოლიტიკოსი, ხანაც არხის მთავარი მელომანი თუ ქვეყნის მთავარი გურმანი და არ ესმის რომ ჟურნალისტები რომლებმაც შექმნეს არხი და დღესაც მხრებით მიაქვთ, ელემენტარულ ახსნას იმსახურებენ თუ რატომ არ უნდა გავიდეს ეთერში სიუჟეტი, რომელშიც უამრავი შრომა ჩადეს ან რატომ უნდა გადაინაცვლონ ერთი გადაცემიდან მეორეში თითების ერთი გაწკაპუნებით - კადრების განყოფილებიდან ერთი სატელეფონო ზარი ამას ნამდვილად არ შველის, “ - წერს გოგიჩაიშვილი.


ამავე თემაზე: „ხან დირექტორია, ხან პოლიტიკოსი, ხანაც მთავარი მელომანი თუ გურმანი“ - აკაკი გოგიჩაიშვილი

1
756
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
756
  
2019, 21 აგვისტო, 10:44
ოჰ, ახლა გადმოხტება ნიკოლოზი და არ დაიშურებს , ტკბილ სიტყვებს,,)))))
0 1 1