x
მეტი
  • 18.09.2019
  • სტატია:94892
  • ვიდეო:342605
  • სურათი:456921
ეროვნული ვალუტა გაუფასურდა!

image



20 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი დოლარის მიმართ გაუფასურდა


USD = 2.9275


ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც


EUR = 3.2445


რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, თიბისი ბანკში:

USD = 2.9750

EUR = 3.3090


საქართველოს ბანკში:

USD = 2.9750

EUR = 3.3090


საკრედიტო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB სტაბილურ დონეზე შეუნარჩუნა. Fitch-ი საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკას დადებითად აფასებს, რაც რეიტინგის BB დონეზე შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. Fitch-ი მიესალმება მცურავ გაცვლით კურსთან ერთად საერთაშორისო რეზერვების ზრდას, რაც, ერთი მხრივ, სარეზერვო მოთხოვნების გაზრდამ და მეორე მხრივ, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა სავალუტო ინტერვენციებმა განაპირობა, რის შედეგადაც რეზერვების ზრდა 2019 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა.
საგარეო მოწყვლადობა რეიტინგის ერთ-ერთ მთავარ სისუსტედ სახელდება. აღნიშნული სისუსტის აღმოფხვრას ემსახურებოდა ეროვნული ბანკის რეზერვების მართვის და სავალუტო ინტერვენციების პოლიტიკა.

“Galt & Taggart”-ის გათვლებით, ლარის გაუფასურების მაკროეკონომიკური ფაქტორები არ არსებობს და ის 2.75-2.80-იან ნუშნულზე დასტაბილურდება.


Galt & Taggart-ის ეკონომისტმა, ლაშა ქავთარაძემ „საქმიან დილაში“ კომენტარი მონეტარულ პოლიტიკაზე გააკეთა და ივარაუდა, რომ სექტემბერში სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს დროებით გაზრდის


შეგახსენებთ, რომ დღეს გამოცხადებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა!

1
145
1-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ თაყნიაშვილი
ნიკოლოზ თაყნიაშვილი
145
  
21 აგვისტო, 23:44
აბა გრიგოლიჩმა რომ თქვა გააჩუმეთ რუსთავი ორი და გვეშველებაო?????? ისევ მოგვატყუა???????
0 1 1