x
მეტი
  • 18.09.2019
  • სტატია:94892
  • ვიდეო:342605
  • სურათი:456921
"ყველაფერი მახსოვს...ბრაზის არგუმენტს უკან გავუკეთებ ყველას" - ნიკა გვარამია პაატა სალიას პასუხობს!

image


პაატა სალიამ რუსთავი 2-ის თანამშრომლები გაათავისუფლა, ფაქტს ნიკა გვარამია გამოეხმაურა:


ნოდარ მელაძეს, გიორგი გაბუნიას, ზალიკო უდუმაშვილს და გიორგი ლაფერაშვილს, ჩემი არხის და ზოგადად მთელი ქართული ტელევიზიის, მთავარ სახეებს ასჯერ რომ განმეორდეს, ასივეჯერ იგივე ბონუსებს დავურიგებდი. მით უფრო, რომ ყველა ნადირობდა ჩვენს სახეებზე და მათ შენარჩუნებაზე მნიშვნელოვანი ამოცანა არ გვქონია. მეტი რაღა ვთქვა, თავად გაბუნიასაც კი თავაზობდა იმედი გადასვლას ბევრად მაღალი ხელფასით, სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ.

და, ისე, ნეტა სხვების ბონუსები რატომ არ სახელდება? უბინაოსთვის ბინის მიცემა არა და, კრედიტის დასაფარად და სახლიდან რომ არ გამოესახლებინათ, ამისთვის გაცემული თანხები, ჯანმრთელობის გამო რომ არ დაგვეკარგა ადამიანები და გადაგვერჩინა, მაგისთვის გაცემული ასობით ათასი, ასევე პროდაქშენ ჯგუფების მიერ რეკლამით შემოტანილი თანხების სრულად ბონუსად დაბრუნება ამავე ჯგუფებისთვის - სადაა, რატო არ გამოცხადდა?

კერძო ტვს დირექტორი ვიზე რა ბონუსს გასცემს, თან დამფუძნებლების თანხმობით, ვისი რა საქმეა ან ოთხი წლის მერე რა განსახილველია? ხო გასაგებია მიზანი: გაუშვას არასასურველნი და ვითომ პრინციპულებს, “სამართლიანი ბრაზისთვის” ვითომ ლეგიტიმური მიზეზი მისცენ სამარცხვინო ქიბარვიზიაში დარჩენისთვის.

ყველაფერი მახსოვს და ყველაფერს ამოვწევ. სამართლიანი ბრაზის არგუმენტს უკან გავუკეთებ ყველას.



ისეთი გვარები მესმის გინა მომსვლელის, გინა დამრჩენის, სად გავიცინო არ ვიცი.

2012 წელს არხი დამხვდა გამოშიგნულ გაფარჩაკებული. ჟურნალისტებს შეკითხვის დასმა ქონდათ აკრძალული და მიკროფონის დამკავებლებად გადაქცეულები. და ეს ვინც შეასრულა და ამის მთავარი სიმბოლო ვინც იყო, ამათი გვარები მესმის მხოლოდ.

მალე გავიგებთ ქართული ოცნება ამჯერად მედიაში როგორ გადაიბარებს მურუსიძე-ჩინჩალაძეებს მაშინ ვინც ყველაზე იდიოზური და სალაპარაკო იყო, იმათ გადაიბარებენ სწორედ. ასე ქნეს სასამართლოში, ასე იზამენ მედიაშიც


გვარამიამ მათ ახალ არხზე გადასვლაც შესთავაზა:


გამჩუმებელი - რჩება. დამრჩენი - ემსახურება უზურპატორ ივანიშვილს. გაგრძელებას არ საჭიროებს.

გელოდებით “მთავარ არხზე”

0
427
1-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ თაყნიაშვილი
ნიკოლოზ თაყნიაშვილი
427
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0