x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ლეგენდარულ მხატვარ პაბლო პიკასოს იმხელა სახელი ერქვა ალბათ დედამიწის ზურგზე ვერავინ დაიმახსოვრებდა

image იცით რა ერქვა ზე ცნობილ მხატვარ პაბლო პიკასოს? არა, შესაძლოა წაკითხული გქონდეთ, მაგრამ სანაძლეოს ჩამოვალ ვერავინ დაიმახსოვრებდით სრულად, იმდენად გრძელი და რთულია ამ მხატვრის სახელი.
და რა ერქვა ამ მხატვარს განა ისეთი სახელი ადამიანმა ვერ დაიმახსოვროსო!-ბრძანებთ ალბათ თქვენ, დავწერ და ეცადეთ მაინც დამახსოვრებას თქვენი რა მიდის?
მაშ ასე პაბლო პიკასოს სრული სახელი იყო: პაბლო დიეგო ჯოსე ფრანცისკო დე პაულა ჯუან ნეპომუცენო მარია დე ლოს რემედოპს ციპრიანო დე ლა სანტისიმა ტრინიდად რუიზ ი პიკასო. (Pablo Diego José Francisco de Paula Juan Nepomuceno María de los Remedios Cipriano de la Santísima Trinidad Ruiz y Picasso). თუმცა მხატვარს რეალურად უფრო გრძელი სახელი აღმოაჩნდა რუსულ ვიკიპედიას თუ დავუჯერებთ: პაბლო დიეგო ხოსე ფრანსისკო დე პაულა ხუან ნეპომუსენო მარია დე ლოს რემედიოს სიპრიანო დე ლა სანტისიმა ტრინიდად მარტირ პატრისიო რუის ი პიკასო. 9Па́бло Дие́го Хосе́ Франси́ско де Па́ула Хуа́н Непомусе́но Мари́я де лос Реме́диос Сиприа́но де ла Санти́сима Тринида́д Ма́ртир Патри́сио Руи́с и Пика́ссо).
როგორ წარმოიქმნება სრული სახელი ესპანელებში?
image თითოეულ ესპანელს აქვს, როგორც წესი ერთი სახელი
(nombre) და ორი გვარი (apellidos). ესპანური კანონმდებლობით ესპანელის ან ესპანეთის მოქალაქის საბუთებში ჩაიწერება მაქსიმუმ ორი სახელი და ორი გვარი.
ადრე ესპანელები შვილებს ბევრ სახელს არქმევდნენ და ფიქრობდნენ, თუ მათ შვილს ბევრ სახელს დაარქმევდნენ ბევრი მფარველი ანგელოზი ეყოლებოდათ. თავიდან ეს იყო სახელები, რომლებსაც ნათლობის დროს არქმევდნენ (
nombre de pila). ოფიციალური სახელები კი იწერებოდა დოკუმენტებში და ინახებოდა საეკლესიო ჩანაწერებში.

image image




0
120
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
120