x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ნინო შუბლაძე „კურიერის“ ხელმძღვანელად განიხილება“ - პაატა სალია
image


დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ადასტურებს, რომ ჟურნალისტი ნინო შუბლაძე ერთ-ერთია, ვისი კანდიდატურაც საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე განიხილება. რამდენიმე წლის წინ ნინო შუბლაძე „კურიერს“ უკვე ხელმძღვანელობდა და ამ გუნდთან მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს.


პაატა სალიას განმარტებით, ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და საუბარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება ბევრ ადამიანთან იყოს.


„ერთ-ერთ კანდიდატურად შეიძლება განვიხილოთ ნინო, თუმცა სხვა ადამიანებთანაც არის საუბარი, “ - განაცხადა პაატა სალიამ.


ამასთან, მან არ დააკონკრეტა, ვისთან მიმდინარეობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბარი.


ნინო შუბლაძე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე და საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო. მას ასევე გადაცემა “პოზიცია” მიჰყავდა, თუმცა არხის დატოვების გადაწყვეტილება 2014 წლის მაისში მიიღო. ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ მის გადაწყვეტილებას, “დროებით” შეაჩეროს საქმიანობა მედიასივრცეში, პოლიტიკური სარჩული არ აქვს.


“ჩემი გადაწყვეტილების ერთადერთი მოტივაცია პირადი და ოჯახური მდგომარეობითაა ნაკარნახევი”, – აცხადებს შუბლაძე.


შემდეგ ნინო შუბლაძე ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში დაინიშნა, სულ მალე ტვ პირველის ეთერში წამყვანად გამოჩნდა, თუმცა ძალიან მალე კვლავ ჯანდაცვის სამინისტროში დაბრუნდა.

ნინო შუბლაძე რუსთავი 2-ში 2003 წლიდან მუშაობს.

0
97
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0