x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჩინეთმა პირველად წარუდგინა საზოგადოებას ტელევიზიით ახალი მსუბუქი ტანკი "VT-5"

image ჩინური ტელევიზიებით ჩინეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა პირველად წარმოაჩინა, ახალი მსუბუქი ტანკი "VT-5", კომპანია "NORINCO"-საგან, ტანკი გამოსცადა ჩინეთის სახალხო განმანთავისუფლებელმა არმიამ. ტანკი პირველად იქნა წარმოდგენილი 2016 წელს ჩჟუახაეში გამართულ სამხედრო გამოფენაზე. ეს ტანკი გათვლილია ექსპორტზე გასატანად, ხოლო ამ ტანკის ჩინური მოდიფიკაცია შიდა მოხმარებისათვის იქნება კომპანია "NORINCO"-ს წამოების "Type-15".
ტანკი, რომლის გამოცდა მოხდა ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელი არმიის ერთერთ პოლიგონზე. ტესტირების შემდეგ ტანკის გარკვეული დეტალები შეიცვალა, ჯავშანფილები, რომლებიც თითქმის ბოლომდე ფარავდა მუხლუხოებს მოხსნილ იქნა გარკვეული მოსაზრებებით, თუმცა ტანკის ბორტები დაცულია ჯავშანფილებით, ხოლო მუხლოხოები დაცულია ფოლადის ცხაურებით, რომლებიც გათვლილია ყუმბარმტყორცნის ყუმბარის რეაქტიული ჭავლის გასაფანტავადდ და დამრტყმელ შემღწევი მიმართული მოქმედების შესამცირებლად.
ტანკებით პოლიგონზე მოხდა სამიზნეების მიმართ სროლების განხორციელება.
ტანკის შეიარაღებაზე ძალზე მწირი ინფორმაციაა, თუმცა ცნობილია, რომ ტანკის ლულის კალიბრი 105 სანტიმეტრია და მას შეუძლია ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტის გასროლა აღნიშნული ლულით.
imageimage












0
196
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
196