x
მეტი
  • 18.09.2019
  • სტატია:94893
  • ვიდეო:342606
  • სურათი:456921
ცხენის შურისძიება ტურისტზე ანუ ცხენმა ტორი საზარდულში ჩაარტყა მამაკაცს და ზღვის სანაპიროზე დააგორა

image ამ სტატიაში საუბარი მექნება ტურისტ მამაკაცზე, რომელმაც დაუდევრობით საკმაოდ საშიში ფორმით "გაიჩალიჩა".
ცხოველების მოყვარულმა მამაკაცმა მიიღო უმძიმესი დარტყმა ზუსტად მამაკაცურ ღირსებაზე, რამაც გარკვეული ხნით ის ტკივილის გამო შოკში ჩააგდო.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, მერილენდის სანაპიროზე კუნძულ ასსატინგზე ტურისტად ყოფნისას შეემთხვა ინციდენტი ტურისტ მამაკაცს.
ამ კუნძულზე 1600 წლიდან ცხოვრობენ ველური ცხენები, მათ პოპულაციას აქ საფრთხე არ ემუქრება და ცხენებიც მრავლდებიან. ცხენების რემა სანაპიროზეც ხშირად ჩადის, სადაც მუდამაა დამსვენებელი, როგორც წესი ეს ცხენები არავის ერჩიან თუ მათ მიმართ არ გამოიჩენენ ზედმეტ "ყურადღებას".
ველურ ცხენებს არ უყვართ, როცა უახლოვდებიან და ხელს უთათუნებენ, როგორც არ უნდა იყოს მათში ველური ინსტიქტები ჭარბობს და არავის აძლევენ უფლებას მათ შეეხოს ხელით.
კუნძულის სანაპიროზე ბევრგანაა გამაფრთხილებელი აბრები, სადაც მითითებულია, რომ კუნძულზე ველური ცხენები ცხოვრობენ და არ შეიძლება მათთან მიახლოება და მით უფრო ხელის შეხება.
მიუხედავად ამისა ტურისტმა მამაკაცმა ყურადღება არ მიაქცია გამაფრთხილებელ აბრას და მოინდომა ველურ ცხენს მოფერებოდა, თუმცა ცხენმა ეს მოფერებად არ ჩათვალა და მამაკაცს მძლავრად მოქნეული ტორი საზარდულში მოარტყა, დარტყმის ძალამ მამაკაცი უკან გადააგდო, ხოლო აუტანელმა ტკივილმა კი დროებით შოკში ჩააგდო, თუმცა მას მალე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება.
სანაპიროზე იმყოფებოდა გადამღები ჯგუფი, რომელიც ველურ ცხენებზე სიუჟეტს იღებდა, სწორედ ამ დროს კადრში მოხვედრის მიზნით ტურისტი მიუახლოვდა ულაყ ცხენს, რომელმაც ხელით შეხებას მძლავრი დარტყმით უპასუხა.
გადამღებმა ჯგუფმა მომხდარი გადაიღო და რამდენიმე კადრს აქ შემოგთავაზებთ.
imageimage











0
211
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
211