x
მეტი
  • 21.09.2019
  • სტატია:94935
  • ვიდეო:342643
  • სურათი:456964
ცნობილი მსახიობის დოლფ ლუნდგენის ულამაზესი გოგო: მებრძოლი ლამაზმანი

image დოლფ ლუნდგრენმა კარგა ხანია რაც 60 წლის ასაკს გადააბიჯა, თუმცა მისი აღნაგობა და შემართება ბევრ 20 წლის ახალგაზრდას შეშურდება.
ალბათ მამის გენები გადაეცა მის ულამაზეს გოგოებს, რომლებიც მამის კვალს მიჰყვებიან.
image 90-იანი წლების ბოლოს დოლფი დაქორწინდა საიუველირო სამშვენისების დიზაინერზე ანნეტ კვიბერგზე, რომელმაც დოლფს ორი გოგონა გაუჩინა. უმცროსი გრეტა 18 წლისაა ხოლო უფროსი ნამდვილად "მამის გოგოა".
დოლფი და მისი მეუღლე ერთმანეთს 9 წლის წინ დაშორდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად დოლფს გოგონებზე ზრუნვა არასდროს შეუწყვეტია, მეტიც მისი გოგონები დაცული იყვნენ პაპარაცების კამერისაგან, ერთი პერიოდი გოგონები ესპანეთში ცხოვრობდნენ და იზრდებოდნენ.
მაგრამ ყოველთვის ვერ დამალავ ყველაფერს, როცა ასი თვალი და ასი ყური გიყურებს და გისმენს, ასე გამოვიდნენ სააშკარაოზე დოლფის გოგონებიც, განსაკუთრებით კი უფროსი გოგო, რომელიც ზედგამოჭრილი მამაა.
image
image სტატიაში საუბარი გვექნება დოლფის უფროს ქალიშვილზე იდაზე, რომელიც 23 წლისაა და უკვე საკმაოდ დიდი ხანია რაც მოდელი, თუმცა ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან იდას გარეგნობა მოდელის კარიერაში უწყობს ხელს.
image გარეგნობასთან ერთად იდას სიმაღლეც გადაეცა მამისაგან გენეტიკურად, გოგონა 180 სანტიმეტრი სიმაღლისაა.
image იდა მამის მსგავსად სპორტითაა დაკავებული, მას საბრძოლო ხელოვნებას მამამ აზიარა და დოლფი ავარჯიშებს ბავშვობიდანვე, როგორც კი იდამ ინტერესი გამოიჩინა საბრძოლო ხელოვნების მიმართ.
დოლფი დღესაც ცდილობს ზედმეტი ყურადღებისაგან დაიცვას შვილები და მათ დიდ დროს უთმობს.
image იდას სურს გააგრძელოს მოდელის კარიერა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის გადაეღოთ ფილმში, რომლის პროდიუსერიც დოლფი იყო.
იდა მამასთან ერთად ვარჯიშობს, განსაკუთრებით მეგობრობს ცნობილი მსახიობის და აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნების ოსტატის ვან დამის ქალიშვილთან-ბიანკასთან, რომელიც საბრძოლო ხელოვნებას მისდევს და გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია დაუღალავი შრომით და მომზადებით.
image image მეგობრები ხშირად სპარინგობენ, რაც მათ ფიზიკურ მომზადებას უწყობს ხელს.
იდას თქმით ცნობილი მამის შვილობა და მისი გატაცება საბრძოლო ხელოვნებით გარკვეულწილად აფრთხობს მის თაყვანისმცემლებს.
image imageimage








0
319
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
319