x
რა შედეგი აქვს ბავშის დასჯას ?
ანალიზი დაფუძნებულია ერთ-ერთი მიზანმიმართული პროექტის მონაცემებზე, რომელიც იკვლევდა 6002 ამერიკულ ოჯახს, რათა შეესწავლათ მათი ოჯახური ძალადობის შედეგები. ამ კვლევაში მეცნიერები დაინტერესებულნი იყვნენ გარდატეხის ასაკის ბავშვებზე განხორციელებული ფიზიკური დასჯის გავლენით მათ მომავალ ცხოვრებაზე. შედეგი საკმაოდ დრამატული გამოდგა. მოკლედ რომ ვთქვათ, 50% აღიარებდა, რომ მათ ფიზიკურად სჯიდნენ თინეიჯერობისას (58% - ბიჭი, 44% - გოგო).

მათ, ვისაც სჯიდნენ, მოგვიანებით ჰქონდათ პრობლებები. ისინი შემდეგ ხვდებოდნენ რისკ ჯგუფებში: დეპრესია, სუიციდი, ალკოჰოლიზმი, საკუთარი ბავშვების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა, (კაცებთან) ცოლების ცემა. მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ნებისმიერი ფიზიკური დასჯის გამოყენების შეწყვეტა მნიშვნელოვან ფაქტორად გვევლინება ბავშვთა ფიზიკური შეურაცხყოფის, დეპრესიის, სუიციდის და ალკოჰოლიზმის პირველად პრევენციაში.

image

როგორ "დავსაჯოთ" ბავშვი?

კონკრეტული მაგალითებით დაგარწმუნეთ, რომ ბავშვის გატყეპა არ არის შესატყვისი ან ეფექტური აღზრდის სტრატეგია. აღსანიშნავია, რომ ჩვენი მიზანი არ არის ნებისმიერი დასჯის აკრძალვა. შესაძლოა, არსებობდეს სიტუაციები, სადაც ბავშვის არასასურველი ქცევის შემაჩერებლად მხოლოდ დასჯა გვევლინება.

დასჯა უნდა იყოს:


1. სწრაფი და ხანმოკლე

2. უნდა გამოიყენოთ იმწამსვე, როგორც კი რეაქციას აქვს ადგილი.

3. ინტენსივობა უნდა იყოს ლიმიტირებული.

4. ეს უნდა იყოს პასუხი სპეციფიკურ არასასურველ ქცევაზე და არასიდეს - პიროვნულ მახასიათებელზე.

5. ლიმიტირებული უნდა იყოს იმ სიტუაციის შესატყვისად, სადაც რეაქციას აქვს ადგილი.

6. შედგებოდეს დასჯისგან და არა - ფიზიკური ტკივილისაგან.


უფრთხილდით: საკმაოფ ხშირად, მიზეზი, რის გამოც ბევრი მშობელი დასჯას იყენებს, არის ის, რომ დაუყონებლივ წყდება ბავშვის არასასურველი ქცევა. მშობლებმა მოთმინება უნდა გამოჩინონ და თავი შეიკავონ ხანმოკლე განმტკიცებისაგან საკუთარი შვილების შორეული ინტერესების გამო.

0
99
3-ს მოსწონს
ავტორი:ნია ჭელიძე3333
ნია ჭელიძე3333
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0