x
მეტი
  • 18.09.2019
  • სტატია:94893
  • ვიდეო:342605
  • სურათი:456921
გერმანიაში ატრაქციონი დახურეს მხოლოდ იმის გამო,რომ ფორმით სვასტიკას წააგავდა

imageგერმანიის ქალაქ ლეფინგენში 23-მეტრიანი სიმაღლის ატრაქციონი „არწივის გაფრენა" მხოლოდ იმიტომ დახურეს, რომ მისი კონსტრუქცია სვასტიკას წააგავდა.


ატრაქციონი, რომელიც ყავისფრად იყო შეღებილი, გასართობ პარკში "ტეტცმანია" აგვისტოს დასაწყისში გაიხსნა, ყოველ კონსტრუქციაზე ორი სკამი დაყენებული, რომელიც არწივის თავითაა დამშვენებული.

მალევე გასართობი პარკის სტუმრებმა შეამჩნიეს, რომ კონსტრუქცია როდესაც ირთვებოდა და ტრიალს იწყებდა, მაგ დროს ძალზე წააგავდა სვასტიკას.


ამასვე ადასტურებს ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო.


პარკის ხელმძღვანელის პატრიტ ჰასლერის განცხადებით, ინტერნეტში მიღებულ საჩივრებამდე პერსონალს ამ მსგავსებისთვის ყურადღება არ მიუქცევია.


ადმინისტრაციამ ბოდიში მოუხადა ყველას, ვისაც ატრაქციონის დიზაინმა შეურაცხყოფა მიაყენა. ამჟამად ატრაქციონი დახურეს, მიმდინაროებს დიზაინის შეცვლაზე მუშაობა, რათა ამის შემდეგ, ვინმეს ამ ქვეყანაში, აკრძალული სიმბოლოს ასოციაცია არ გაუჩნდეს.




0
179
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0