x
მეტი
  • 17.09.2019
  • სტატია:94851
  • ვიდეო:342592
  • სურათი:456867
დაზვერვა კერძო სექტორში

image
თანამედროვე მსოფლიოში დაიწყო რეფორმისტული მიდგომები ინფორმაციის
წვდომასთან დაკავშირებით - სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმირება, ეკონომიკური პოლიტიკების ცვლილება და ტექნოლოგიურ ინოვაციები. გამონაკლისი არც კერძო სექტორი გახლდათ და უკვე მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ყალიბდება ახალი დისციპლინა, რომელსაც ბიზნეს დაზვერვა ეწოდება.

ბიზნეს დაზვერვას (ან/და კერძო დაზვერვას) სხვადასხვა ლიტერატურაში ვარიაციული დეფინიცია აქვს, თუმცა მსოფლიოს წამყვანმა კვლევითმა და საკონსულტაციო ცენტრმა, “გარტნერმა“ (Gartner), შემდეგნაირი განმარტება გააკეთა - ბიზნეს დაზვერვა არის პროცედურათა რთული სისტემა, რომელიც მოიაზრებს ინფრასტრუქტურის, ინსტრუმენტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით ინფორმაციაზე წვდომასა და მის ანალიზს. როგორც განმარტებიდან ჩანს, ბიზნეს დაზვერვა წარმოადგენს კომპლექსური პროცესების ერთობლიობას, რაც მიმართულია სავაჭრო ბაზრის ორ ან მეტ სუბიექტებს შორის ფინანსური, მატერიალური ან ტექნიკური უპირატესობის მოსაპოვებლად. ბიზნეს დაზვერვის ორი მიდგომა არსებობს - კლასიკური და თანამედროვე. კლასიკური მოდელის თვალსაზრისით, ორგანიზაციის დაზვერვის ამოსავალი წერტილი გახლდათ ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილებები, ხოლო ინსტრუმენტს წარმოადგენდა სტატისტიკური მონაცემები. იმ შემთხვევაში თუ მენეჯერული რგოლების წარმომადგენლები ხარვეზს აღმოაჩენდნენ სადაზვერვო პროცესი თავიდან იწყებოდა. ასეთი მიდგომა, თავის მხრივ, პროცესს დროში გაწელილსა
და რთულს ხდიდა. თანამედროვე მოდელი ითვალისწინებს ციკლურ პროცედურას, რომელშიც სამი შიდა საუწყებო სუბიექტები მონაწილეობენ, კერძოდ პოზიციის მენეჯერი, ინტერაქციის, შეფასებისა და განხილვის საფუძველზე აგროვებს ინფორმაციას მომხმარებლის შესახებ, კონტენტის შემქმნელი (content creator) აანალიზებს მიღებულ ინფორმაციას და აწვდის ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერს, რომელიც თავის მხრივ, მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იწყებს მოქმედებას.

დღესდღეობით, ბიზნეს დაზვერვის მოთხოვნა და გარანტიები იმდენად მაღალია, რომ იგი კოლოსალურ პოზიტიურ ან ნეგატიური გავლენას ახდენს გლობალურ ეკონომიკაზე. უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წლიდან 2020 წლამდე დაზვერვაზე ხარჯები 15.24-დან 29.48 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება, 11 პროცენტიანი ნაერთი წლიური ზრდის ტემპით. მზარდი ტენდეციის სეგმენტად მოიაზრება „ქლაუდ“ სისტემებზე დაფუძნებული ბიზნესები, რომელთა ხარჯვითი წილი, 2013-2018 წლებში, გაიზარდა 750 მილიონი დოლარიდან 2.5 მილიარდ დოლარამდე, 31 პროცენტიანი ნაერთი წლიური ზრდის ტემპით. მცირე ბიზნესის 46 პროცენტი ბიზნეს დაზვერვის ინსტრუმენტებს, იყენებს როგორც ორგანიზაციის სტრატეგიის მთავარ ელემენტს.
აგრეთვე, დასახელდა ბიზნეს დაზვერვის ოთხი ყველაზე მსხვილი და აგრეთვე, ყველაზე დაცული მეგა კორპორაციები: 1. Amazon Web Service; 2. Microsoft Azure; 3. Google Cloud;4. IBM Bluemix.

ბიზნეს დაზვერვა იმდენად ეფექტიანი და დროში დინამიური გამოდგა, რომ ზოგიერთმა სახელმწიფომ დაიწყო ამ მიმართულებით თანმიმდევრული მუშაობა, რათა დაზვერვის ზოგიერთი ინსტრუმენტი დეცენტრალიზებული ყოფილიყო. ამ პროფილის შესაბამისად შეიქმნა დაზვერვის კერძო სააგენტოები (Private Intelligence Agencies).არ არის საფუძველს მოკლებული ის მოსაზრება, რომ სახელმწიფოები, სადაც ეს უკანასკნელი სააგენტოები ფუნქციონირებენ, ატარებენ დაზვერვის სამსახურის ბუნებას, მხოლოდ იმ პრივილეგიით, რომ მოქმედებენ საკუთრების უფლების იურისდიქციაში, რაც მათ უფლებამოსილებებს უფრო ფართო არეალს უშლის, ვიდრე სახელმწიფოს. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:

1. „არქიმედეს ჯგუფი“ (Archimede Group) - შეიქმნა 2017 წელს და ოპერირების არეალს წარმოადგენს მედია საშუალებები. ყველაზე გახმაურებული შემთხვევა მოხდა 2019 წლის იანვარში, როცა ფეისბუქის ადმინისტრაციამ, გამოძიების მეშვეობით, დაადგინა, რომ „არქიმედეს“ ჯგუფმა ერთ მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა, რათა ფეისბუქზე გავრცელებული პროპაგანდის შემცველი რეკლამები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აქ წარმოიშვება დილემა - ერთი მხრივ ეს უკანასკნელი კერძო კომპანიაა და კომერციული კამპანიები მისი პრეროგატივაა, თუმცა წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, იგი შეიცავს ინფორმაციული და ფსიქოლოგიური ომის უამრავ ელემენტს;

2. „ეგისის თავდაცვის სამსახური“ (Aegis Defence Service) - ეგისის თავდაცვის
სამსახური ფუნქციონირებს დიდ ბრიტანეთში და აქვს სამდივნოები
ერაყში, საუდის არაბეთში, ლიბიაში, სომალსა და მოზამბიკაში. 2005 წლის 27
ოქტომბერს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ასახულია სამხედრო პირების მიერ
ცეცლის გახსნის ფაქტი სამოქალაქო მანქანების მიმართულებით.ვიდეორგოლები
არაოფიციალურად უკავშირდებოდა ეგისის თავდაცვის სამსახურს. როგორც
ამერიკულმა არმიამ, ისე აგიზმა ჩაატარეს გამოძიება ამ ვიდეოსთან დაკავშირებით; მიუხედავად იმისა, რომ ეგის ანგარიში დახურულია კლიენტის
კონფიდენციალურობის მიზეზების გამო, აშშ-ს არმიის გამოკითხვამ დაასკვნა,
რომ მონაწილე კონტრაქტორები მოქმედებდნენ ძალის გამოყენების ფარგლებში.

ამრიგად, ბიზნეს დაზვერვის სამსახურები დღითიდღე იძენენ პოლიტიკური
მოთამაშეებისა და დიდი გავლენის მქონე სუბიექტების ბუნებას. მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბოინგის ქარხნის თანამშრომელმა კომერციული
საიდუმლო, სოლიდურ ფასად, მიყიდა ჩინეთს მიიღეს კანონი ეკონომიკური შპიონაჟის შესახებ, სადაც მინიმუმამდეა დაყვანილი ბიზნეს დაზვერვის მიერ პროვოცირებული პოტენციური სააფრთხეები, თუმცა ციფრულ სამყაროში მაინც დგას მთავარი პრობლემა - თუ ბიზნეს დაზვერვა გაიდაქცევა ინფორმაციული და ფსიქოლოგიური ომის ინსტრუმენტად, მაშინ საფრთხე შეექმნება, როგორც გლობალურ, აგრეთვე რეგიონალურ და ლოკალურ უსაფრთხოებას.

0
61
შეფასება არ არის
ავტორი:დავით შაქარიშვილი
დავით შაქარიშვილი
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0