x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სად მივყავართ მთვარეზე აღმოჩენილ გვირაბებს?
image
მთვარის ზედაპირის ქვეშ არის ღრმა გვირაბები, რომლებიც გადაჭიმულია ათეულობით კილომეტრზე. ეს დასკვნა გააკეთა იაპონიის სპეციალისტთა ჯგუფმა, რომლებმაც 2009 წელს დედამიწის თანამგზავრის ზედაპირზე აღმოჩენილი საიდუმლოებით მოცული დიდი ხვრელები შეისწავლეს.

მკვლევარებმა გაანალიზეს იაპონური კოსმოსური ხომალდის Kaguya-ს მიღებული და ასევე ამერიკული კოსმოსური პროგრამის GRAIL- ის (გრავიტაციის აღდგენისა და შინაგან ლაბორატორიის) მონაცემები, რომლის მიზანია მთვარის გრავიტაციული ველის და შიდა სტრუქტურის შესწავლა.

როგორც გაირკვა, ხვრელები მიწისქვეშა გვირაბების შესასვლელებს წარმოადგენენ. ეს ხვრელები, სავარაუდოდ, შორეულ წარსულში ჩამოყალიბდა გარკვეული ბუნებრივი პროცესების გავლენის ქვეშ, რომელთა ბუნება მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ არ არის ნათელი. დედამიწაზე ეს ყველაზე ხშირად ხდება იმ შემთხვევაში, თუ ლავა, რომელიც თავდაპირველად დიდ ადგილს იკავებს, გაცივდება, მცირდება და ტოვებს თავისუფალ ადგილს.image
ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ აღმოჩენილი გვირაბების გამოყენება მომავალში შესაძლებელია მთვარეზე პირველი ადამიანის დასახლებისას. ბევრი აღიარებს, რომ მთვარის ბაზებს აქვთ რეალობის ყველა შანსი.

გვირაბების შიგნით არსებული ბაზების მშენებლობა ხელს შეუწყობს ამგვარი პროექტების განხორციელების დროს რიგი საკითხების მოგვარებას. კერძოდ, ასტრონავტების ზედაპირის ქვეშ ყოფნისას უფრო ადვილი იქნება დაცვა კოსმოსური გამოსხივებისგან და ტემპერატურის უეცარი ცვლილებებისგან. ზედაპირზე ამის მიღწევა ძალიან რთულია, რადგან მთვარეს, დედამიწისგან განსხვავებით, არ აქვს მაგნიტური ველი და ატმოსფერო.


მეცნიერებმა თავიანთი მოხსენება წარადგინეს ტეხასის შტატში მთვარისა და პლანეტარული მეცნიერების კონფერენციის დროს. მათი თქმით, აღმოჩენილი გვირაბების სიგრძე შეიძლება გამოითვალოს ათეულობით კილომეტრში. სამომავლოდ, ექსპერტები გეგმავენ გააგრძელონ ინფორმაციის შეგროვება, თუ სად მივყავართ მთვარის ხვრელებს.

0
215
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
215
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0