x
image
_K_
თუ განქორწინების შემდეგ ამ შეცდომებს დაუშვებთ, ბავშვს ცხოვრებას გაუნადგურებთ - გაითვალისწინეთ!
დღეს განქორწინება იმდენად ხშირია, რომ ამაზე გინესის რეკორდიც კი არსებობს. რეკორდის მიხედვით, ყველაზე ხშირად წყვილები ერთმანეთს მალდივებზე შორდებიან. სხვა ქვეყნებში განქორწინების დონე ამდენი არაა, მაგრამ განშორებების მაღალი რიცხვი მაინც გვასევდიანებს. განქორწინება სიყვარულის დასრულებას ნიშნავს, ამასთანავე ის დიდი სტრესია როგორც ყოფილი ცოლ-ქმრისთვის, ასევე მათი შვილებისთვისაც. ამ პერიოდში ბავშვები ძალიან მგრძნობიარეები არიან და სწორედ ამიტომ მშობლებმა უნდა სცადონ, სიტუაციის გასამარტივებლად და შეცდომების თავიდან ასარიდებლად ყველაფერი იღონონ.


სტატიაში გაგაცნობთ განქორწინებული მშობლების ყველაზე ხშირად დაშვებულ 10 შეცდომას.








1. ბავშვს აიძულებთ, არჩევანი გააკეთოს.

ნუ აიძულებთ ბავშვს, მშობლებს შორის არჩევანი გააკეთოს. გარდა იმისა, რომ გაუზარებლად ამ საქციელით ერთს გულს ატკენს, თვითონაც ისე იგრძნობს თავს, თითქოს ერთ-ერთ მშობელს უღალატა.


წადით სასამართლოში ან ყოფილ მეუღლესთან გაარკვიეთ ეს საკითხი. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღებისას შვილის აზრი და პოზიცია უნდა გაითვალისწინოთ, მაგრამ არასდროს დატვირთოთ თავად ის ამ არჩევანის სიმძიმით.


image








2. ბავშვს ისე ექცევით, თითქოს ზრდასრული იყოს.

თავიდან უნდა გაიაზროთ, რომ ბავშვი ზრდასრული ადამიანი არ არის. ის შეიძლება სრულად ვერ ხვდებოდეს განქორწინების მიზეზს, თქვენს ემოციებსა და გრძნობებს. შვილზე თქვენ ხართ პასუხისმგებელი და ვალდებული ხართ, უზრუნველჰყოთ ის დაცულობის შეგრძნებით და დაარწმუნოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.


ამიტომაც, აუცილებელი არაა შვილებთან ყველაფრის განხილვა. მათ თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ და არ უნდა გრძნობდნენ, რომ სახლში თქვენთვის კომფორტის შესაქმნელად არიან. თქვენი წუხილი და დარდი გაუზიარეთ ოჯახს, მეგობრებს ან სპეციალისტს, მაგრამ ნუ გადატვირთავთ ბავშვს საკუთარი პრობლემებით.

image








3. ერთმანეთს ეჯიბრებით, რომელი უკეთესი მშობელია.

მცდელობით, რომ შვილის თვალში უკეთესი მშობელი გამოჩნდეთ, შეიძლება ბავშვს ზიანი მიაყენოთ. როცა მას იმის უფლებას აძლევთ, რაც მეორე მშობელმა აუკრძალა, ამით ყოფილი მეუღლის დამყარებულ დისციპლინას არღვევთ. საბოლოოდ კი, თქვენი შვილი იწყებს იმის კეთებას, რაც თავად სურს და არცერთ თქვენგანს აღარ გისმენთ. ამან შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს ბავშვის ხასიათის ჩამოყალიბებაზე.


როცა საერთო შვილი გყავთ, ვალდებულები ხართ, მისი აღზრდის ერთობლივ პრინციპებზე შეთანხმდეთ. საჭირო არ არის, გამუდმებით ხაზი გაუსვათ, რატომ მიგაჩნიათ თავი უკეთეს მშობელად.

image







4. თქვენი შვილი თავს დამნაშავედ გრძნობს.

ბავშვები ხშირად იდანაშაულებენ თავს მშობლების განქორწინების გამო. მათ სტრესთან გამკლავება უწევთ, რადგან მათთვის ნაცნობი სამყარო თანდათან სამუდამოდ იცვლება.


მნიშვნელოვანია, შვილს აუხსნათ, რომ ასეთ შემთხვევაში არაფერია მისი ბრალი. ის არ უნდა ფიქრობდეს, რომ მშობლებს იმედები გაუცრუა და სწორედ ამის შედეგია განქორწინება. რაც შეიძლება ბევრჯერ უთხარით შვილებს, რომ გიყვართ ისინი.

image








5. თქვენ თვითონაც თავს დამნაშავედ გრძნობთ.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, შვილს აუხსნათ, რომ განქორწინება თქვენი ბრალიც არაა. ზოგჯერ ცხოვრებაში უსიამოვნებები ხდება და ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც გვენდომებოდა. განქორწინება ერთ-ერთი ასეთი მტკივნეული უსიამოვნებაა.


თუ გამუდმებით თავს დაიდანაშაულებთ და დამნაშავე მშობლის როლს მოირგებთ, ეს ბავშვზეც ნეგატიურ გავლენას მოახდენს. მან შეიძლება თავს ყველაფრის უფლება მისცეს, დაუმორჩილებელი გახდეს და ნებისმიერი უსიამოვნება თქვენ დაგაბრალოთ.

image








6. ყოფილ მეუღლეზე ნეგატიურად საუბრობთ.

როგორც უკვე ვთქვით, არ დაიდანაშაულოთ თავი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ყოფილ მეუღლეს გადააბრალოთ. საჭირო არაა, ბავშვს მისი შეცდომებისა და დანაშაულის შესახებ ყველაფერი უამბოთ. საერთოდ, სცადეთ, ცუდი არ ილაპარაკოთ პარტნიორზე. არ დაგავიწყდეთ, რომ შვილი 50%-ით თქვენი, 50%-ით კი თქვენი ყოფილი მეუღლისაა.


როცა შვილს მეორე მშობელზე ცუდს ელაპარაკებით, ამან შეიძლება მისი დამოკიდებულება შეცვალოს დედის/მამის მიმართ, რაც არასწორია, რადგან ბავშვს ნაკლის მიუხედავად ორივე მშობელი უყვარს.

image








7. ბავშვს მედიატორად იყენებთ.

მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად გაგაბრაზათ ყოფილმა მეუღლემ. მასთან კომუნიკაციისთვის შვილის გამოყენება დაუშვებელია! მან არ უნდა გადასცეს დედის ფრაზები მამას და - პირიქით.


სცადეთ, ყველაფერზე თავად დაელაპარაკოთ ყოფილ მეუღლეს. ბავშვმა ისედაც დიდი სტრესი მიიღო და ნუღარ დაუმატებთ. ნუ აგრძნობინებთ თავს ორ ცეცხლს შორის და ნუ შეასრულებინებთ მედიატორის როლს.

image








8. ბავშვს მეორე მშობელთან ურთიერთობას უკრძალავთ.

ნუ აუკრძალავთ ბავშვს მეორე მშობელთან ურთიერთობას. ნუ ეცდებით, ყოფილ მეუღლეს ტკივილი მიაყენოთ შვილის ვიზიტების გაუქმებით, ერთად გასატარებელი დროის შეზღუდვითან ბავშვისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებებზე არ დაპატიჟებით.


ამ ქმედებების შედეგად ყველაზე მეტად ბავშვი ზარალდება. მას ორივე მშობელი სჭირდება და ერთის ყურადღების დანაკლისმა შესაძლოა გული ატკინოს. აჯობებს, არ ჩაერიოთ თქვენი შვილის ურთიერთობაში მეორე მშობელთან.

image








9. დეტალების ცოდნას მოითხოვთ.

თუ მე-8 პუნქტი თქვენ არ გეხებათ და შვილს უფლებას აძლევთ, ყოფილი მეუღლის სახლში მივიდეს, დაბრუნებისას ნუ გამოჰკითხავთ იქ ყოფნის თითოეულ დეტალს. მაშინაც კი თუ ძალიან გსურთ იცოდეთ ყოფილი პარტნიორის ახალი საქმეების ან ახალი რომანების შესახებ, ნუ შეაწუხებთ ბავშვს ზედმეტი კითხვებით.


იმყოფინეთ ერთი-ორი ჩვეულებრივი შეკითხვა, რის შემდეგაც შვილს დარჩება შთაბეჭდილება, რომ მისი მეორე მშობელთან შეხვედრების მიმართ პოზიტიურად ხართ განწყობილი.

image








10. ფიქრობთ, რომ ბავშვს სიტუაცია არ ესმის.

ასაკის გამო ბავშვებს ყველაფრის გაგება არ შეუძლიათ, რა თქმა უნდა. მაგრამ ისინი ხედავენ, ესმით და ამჩნევენ ყველაფერს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, შვილის იქ ყოფნის დროს თქვენ და თქვენი ყოფილი მეუღლე ერთმანეთს აგრესიულად არ ესაუბროთ, არ შეიგინოთ და არ იჩხუბოთ.


როგორც ვთქვით, ბავშვები ყველაფერს ამჩნევენ და გული სტკივათ. ამიტომ ნუ მოუმატებთ მათ სტრესს იმის გამო, რომ ემოციების კონტროლი არ შეგიძლიათ. სცადეთ, ყველა თქვენი პრობლემა ერთმანეთთან პირადი საუბრებით გადაჭრათ.

image


კიდევ რა შეცდომებს უშვებენ განქორწინებული მშობლები? რა სჯობს ბავშვისთვის - მშობლების დაშორება თუ ერთად ცხოვრება უსიყვარულო ქორწინებაში? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.


p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.






ასევე დაგაინტერესებთ:

1. 10 მიზეზი, თუ რატომ ტოვებენ ქალები საყვარელ მამაკაცებს

image


2. როგორ დავივიწყოთ ყოფილი შეყვარებული - მეცნიერები 3 გზას გვთავაზობენ

image


3. 12 რამ, რასაც ბედნიერი წყვილები აკეთებენ (თუ 3 პუნქტი მაინც ემთხვევა, თქვენს ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება)

image

0
412
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
412
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0