x
მეტი
  • 18.09.2019
  • სტატია:94899
  • ვიდეო:342607
  • სურათი:456924
როგორია ლარის განახლებული კურსი? (20აგვისტო)

image


19 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი დოლარის მიმართ გამყარდა


USD = 2.9225


ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებით


EUR = 3.2434


რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, თიბისი ბანკში:

USD = 2.9650

EUR = 3.3010


საქართველოს ბანკში:

USD = 2.9580

EUR = 3.3050


საკრედიტო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB სტაბილურ დონეზე შეუნარჩუნა. Fitch-ი საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკას დადებითად აფასებს, რაც რეიტინგის BB დონეზე შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. Fitch-ი მიესალმება მცურავ გაცვლით კურსთან ერთად საერთაშორისო რეზერვების ზრდას, რაც, ერთი მხრივ, სარეზერვო მოთხოვნების გაზრდამ და მეორე მხრივ, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა სავალუტო ინტერვენციებმა განაპირობა, რის შედეგადაც რეზერვების ზრდა 2019 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა.
საგარეო მოწყვლადობა რეიტინგის ერთ-ერთ მთავარ სისუსტედ სახელდება. აღნიშნული სისუსტის აღმოფხვრას ემსახურებოდა ეროვნული ბანკის რეზერვების მართვის და სავალუტო ინტერვენციების პოლიტიკა.

“Galt & Taggart”-ის გათვლებით, ლარის გაუფასურების მაკროეკონომიკური ფაქტორები არ არსებობს და ის 2.75-2.80-იან ნუშნულზე დასტაბილურდება.


Galt & Taggart-ის ეკონომისტმა, ლაშა ქავთარაძემ „საქმიან დილაში“ კომენტარი მონეტარულ პოლიტიკაზე გააკეთა და ივარაუდა, რომ სექტემბერში სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს დროებით გაზრდის


შეგახსენებთ, რომ დღეს გამოცხადებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა!

0
76
1-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ თაყნიაშვილი
ნიკოლოზ თაყნიაშვილი
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0