x
მეტი
  • 18.09.2019
  • სტატია:94900
  • ვიდეო:342607
  • სურათი:456924
გაქვთ თუ არა მეტი ძალა როცა გენდობიან? ნდობას უდიდესი ძალა აქვს.

ბავშვის განვითარებაში და პიროვნებად ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს თამაშობს დედა... დედას შეუძლია ისეთი ინფორმაციით აავსოს ბავშვის ნორჩი გონება, რომ განვითარებული მსოფლმხედველობა ჩამოუყალიბოს. დედის გავლენით შეიძლება ჩამოყალიბდეს ისეთი ინდივიდი, რომელიც ან ააყვავებს ოჯახს და ქვეყანას ან გაანადგურებს ყველაფერს.

მოზარდის განვითარების მეორე და მესამე ეტაპზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორ სამეგობრო წრეში მოხვდება და როგორი მეორე ნახევარი შეხვდება. სამეგობრო წრეს შეუძლია დააქციოს დედის, ოჯახის რუდუნებით შექმნილი მომავალი ან პირიქით განავითაროს და დადებითი გავლენის გადაცემა გაგრძელდება.

მესამე ეტაპზე მეორე ნახევარსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის მომავლის სწორად განვითარებაში, მაგრამ აზროვნებითაც და ამბითაც, რომელიც უნდა გაგიზიაროთ პირველ საწყისს ვუბრუნდები... დედას. თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ნდობა, მხარდაჭერა ადამიანის ცხოვრებაში და რამდენი დაბრკოლების გადალახვა შეგიძლია როცა გენდობიან, მხარში გიდგანან, გამხნევებენ, გარწმუნებენ რომ შენ ყველაფერს შეძლებ... ამ შემთხვევაში დედა, მაგრამ ეს შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში იყოს ძმა, და, მეგობარი, მეორე ნახევარი...


ამბავი რომელიც თომას ედისონს შეემთხვა დაგარწმუნებთ თუ რა დიდი ძალა აქვს ნდობას...image

ტომას ალვა ედისონი (Thomas Alva Edison) ამერიკელი მეწარმე და გამომგონებელი ელექტრიფიკაციის სფეროში. სახელი გაითქვა ფონოგრაფის გამოგონებით.

ერთხელ, პატარა თომას ედისონმა, როდესაც სკოლიდან შინ დაბრუნდა, დედას მასწავლებლის წერილი გადასცა.
დედამ უმიზეზოდ ტირილი დაიწყო, შემდეგ კი ბავშვს წერილი ხმამაღლა წაუკითხა: "თქვენი შვილი - გენიოსია. ჩვენს სკოლას არ აქვს შესაბამისი პროგრამა და არც შესაბამისი მასწავლებლები ჰყავს, თქვენს შვილს რაიმე განსაკუთრებული რომ ვასწავლოთ, ამიტომ შეგიძლიათ სახლში ამეცადინოთ."
დედის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ედისონი (რომელიც იმ დროისათვის უკვე აღიარებულიყო როგორც საუკუნის გამომგონებელი) დედის ნივთებს ათვალიერებდა და დღიურში წერილი იპოვა სადაც ეწერა: "თქვენი შვილი გონებრივად ჩამორჩენილია, ჩვენ არ შეგვიძლია ვასწავლოთ მას სხვებთან ერთად სკოლაში, ამიტომ გაძლევთ რეკომენდაციას ამეცადინოთ სახლში"
ედისონი დიდხანს ტიროდა, შემდეგ კი საკუთარ დღიურში ჩაწერა: "თომას ალვა ედისონი იყო გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვი. მაგრამ გმირი დედის წყალობით გახდა თავისი საუკუნის უდიდესი გენია".

0
34
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0