x
მეტი
  • 18.09.2019
  • სტატია:94892
  • ვიდეო:342605
  • სურათი:456921
22 აგვისტოს „მზიურის კაფეში“ ჯონ ლენონის საღამო გაიმართება

image

22 აგ­ვის­ტოს 19:00 სა­ათ­ზე „მზი­უ­რის კა­ფე­ში“ ჯონ ლე­ნო­ნის სა­ღა­მო გა­ი­მარ­თე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მო­სულ სტუმ­რებს ელით მუ­სი­კა და ლე­ნო­ნის შე­სა­ხებ ახალ­გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნის წარ­დგე­ნა.


„კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი და გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც მსოფ­ლიო შეც­ვა­ლა. ჯონ ლე­ნო­ნის ასე­თი შე­ფა­სე­ბა გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად არ მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ, როცა მის მიერ გან­ვლილ ცხოვ­რე­ბის წლებს მი­ვა­დევ­ნებთ თვალს“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია წიგნ­ში „ჯონ ლე­ნო­ნი“, რო­მე­ლიც სე­რია „50 პერ­სო­ნა - მათ შექ­მნეს ის­ტო­რია“ ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­ცა.


წიგნს წა­რად­გენს ავ­ტო­რი, თე­მურ ტო­ნია.


ჯონ ლე­ნო­ნის ასე­თი შე­ფა­სე­ბა მით უმე­ტეს არ მო­ეჩ­ვე­ნე­ბათ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად მის ფა­ნებს, მათ, ვი­საც მი­აჩ­ნია, რომ ლე­ნონ­ზე დიდი მუ­სი­კო­სი ცოტა თუ და­ბა­დე­ბუ­ლა სამ­ყა­რო­ში.


სა­ღა­მოს ჯონ ლე­ნო­ნის სიმ­ღე­რე­ბით მუ­სი­კა­ლუ­რად გა­ა­ფორ­მებს ჯგუ­ფი „ნალი“.

იხი­ლეთ ღო­ნის­ძი­ე­ბის ბმუ­ლი FB-ზე

0
19
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0