x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
სახის იაპონური 5-წუთიანი მასაჟი ნაოჭების საწინააღმდეგოდ
სახის იაპონური მასაჟი ასაჰი მთელ მსოფლიოში პოპულარულია. ლიმფურ ზონებზე ზემოქმედებით ის ხსნის შეუპებას, აქრობს ნაოჭებს და ასაკობრივ ცვლილებებს. ამ მასაჟით სარგებლობს ისეთი ცნობილი მოდელი, როგორაა ნატალია ვოდიანოვა და ამას არც მალავს.

გთავაზობთ მასაჟის ინსტრუქცია. თუ რეგულარულად გამოიყენებთ, უკვე ორ კვირაში შეამჩნევთ შედეგს: ნაოჭები საგრძნობლად შემცირდება და თვალს ქვემოთ ე.წ. “ტომრებიც" მოგშორდებათ.

image

მასაჟის გაკეთება არ შეიძლება ლიმფური სისტემის დაავადების, გამონაყარის, კანის დაზიანების, გაციების და გრიპის დროს.


პროცედურის დაწყებამდე კარგად გაიწმინდეთ სახე და ხელები ანტისეპტიკური საშუალებით დაიმუშავეთ. მასაჟისთვის გამოიყენეთ ზეთი ან კრემი.

მასაჟის დროს თითების ზეწოლას უნდა გრძნობდეთ, მაგრამ ამან დისკომფორტი არ უნდა მოგგვაროთ. ყურების გვერდით, ყბის ქვეშ და ყელზე (სადაც ლიმფური ჯირკვლებია) ზეწოლა უნდა შეამციროთ.

ყოველი სამასაჟე მოძრაობა 3-ჯერ უნდა გაიმეოროთ. პრობლემურ ზონებზე კი 4-5-ჯერ.

უმჯობესია, თუ მასაჟს ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს შეასრულებთ.


საბაზისო მოძრაობა

imageდაიწყეთ ორივე ხელის თითები საფეთქლებს ოდნავ ზემოთ, ყურის ზედა ნაწილთან ახლოს, როგორც პირველ სურათზეა ნაჩვენები. მსუბუქად დააწექით თითის წვერებით და ჩამოუყევით იმ მიმართულებით სახეს, როგორც მე-2 სურათზეა მითითებული. გაიმეორეთ სამჯერ და ამავე მოძრაობით დაასრულეთ შემდეგ მასაჟი.


თვალის გარშემო ზონა

imageშუა თითების ბალიშებით მსუბუქად დააწექით თვალის გარე კუთხეს და ფრთხილად ჩამოყევით ქვედა ქუთუთოს თვალის შიდა კუთხისკენ, ისე, რომ დაწოლა შეინარჩუნოთ.

გააკეთეთ პატარა პაუზა და აუყევით თითებით ზედა ქუთუთოს, წარბების ქვეშ რკალს. მიდით თვალის გარე კუთხემდე და ისევ გაიმეორეთ იგივე.


შუბლი

imageორივე ხელის საჩვენებელი, შუა და არათითის წვერები შუბლის ცენტრს მიაბჯინეთ, როგორც პირველ სურათზეა.

ზიგზაგისებური მოძრაობებით გაუყევით ცენტრიდან საფეთქლებისკენ.


ტუჩის გარშემო ზონა

imageმასაჟის ამ ნაწილზე ყოველი ეტაპი 3-4-ჯერ უნდა გაიმეოროთ და შემდეგ საბაზისო მასაჟი შეასრულოთ.

ორივე ხელის სამი თითის ბალიშებით მსუბუქად დააწექით ნიკაპის ცენტრს და მოხაზეთ ნახევარწრეები ზედა ტუჩის ზემო მიმართულებით. (სურ.1)

შუათითის ბალიშებით ნესტოებიდან ცხვირის ფუძემდე მოხაზეთ ნახევარწრეები, წინ და უკან (სურ.2)

გააკეთეთ მოძრაობები ცხვირის ფუძიდან ლოყების მიმართულებით და უკან. (სურ.3)


ცხვირ-ტუჩის ნაოჭები

imageორივე ხელის სამი თითით დააწექით ნიკაპის ცენტრს.

ტუჩების შემოვლით, ცხვირის გასწვრივ, აუყევით ზევით და მიდით თვალის შიდა კუთხესთან.

თვალის შიდა კუთხეებიდან შეარულეთ მოძრაობა საფეთქლების მიმართულებით.


სახის ოვალი

imageმარცხენა ხელისგული მჭიდროდ მიადეთ მარცხენა ყბას ქვემოდან.

მარჯვენა ხელით დააწექით მარჯვენა ყბის გარეთა კუთხეს და ამოძრავეთ თვალის შიდა კუთხისკენ, ცოტა ქვემოთ.

თვალის შიდა კუთხიდან შეასრულეთ მოძრაობა საფეთქლის მიმართულებით და შეასრულეთ საბაზისო მოძრაობა მხოლოდ ერთი ხელით.

ახლა, შეცვალეთ ხელები და გაიმეორეთ ყველაფერი მარცხენა ხელით.


ლოყები

imageორივე ხელის სამი თითით დააწექით ცხვირის გარშემო არეს (სურ.1)

გაუყევით ღაწვებს საფეთქლების მიმართულებით (სურ.2)

imageშეატყუპეთ მაჯები და ხელისგულები გაშალეთ (სურ.1)

დააწექით ხელისგულებით ნიკაპს და ტუჩებს (სურ.2)

აუყევით ხელისგულებით მე-3 სურათზე მითითებულ სამასაჟე ხაზებს.


ნიკაპი

image

ხელები ისე, როგორც წინა მასაჟის დროს (სურ.1)

ხელისგულები ნიკაპს მიაბჯინეთ, მსუბუქად დახარეთ თავი.

ხელისგულებით აუყევით ყბის ძვლებს ყურის ბიბილოებამდე (სურ.2)


А-ზონა

imageორივე ხელის ცერა თითები ნიკაპს ქვეშ ამოიწყეთ, დანარჩენი თითები კი ცხვირის ზურგთანაა განლაგებული (სურ.1)

ცერა თითები გაუნძრევლად გეჭიროთ, დანარჩენი თითებით კი შეასრულეთ მოძრაობა საფეთქლების მიმართულებით, მცირედ დაჭიმეთ კანი (სურ.2)


ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ შესრულების ტექნიკას, ამიტომ, გაითვალისწინეთ ინსტრუქციები და უსმინეთ თქვენს შეგრძნებებს. სწორად და რეგულარულად შესრულების შემთხვევაში ეფექტი არ დააყოვნებს. ტყუილად როდი უწოდებენ ამ მასაჟს “მინუს 10 წელს".



0
466
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
466
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0