x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქმარს ქორწილის შემდეგ დაავიწყდა,რომ ცოლი ჰყავდა

image შოტლანდიაში, კერძოდ დასავლეთ ლოტიანში სიძე 3, 7 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა, რის შემდეგაც კომაში ჩავარდა, გონზე მოსვლის შემდეგ არ ახსოვდა, რომ ცოლი მოიყვანა.


49 წლის კრის მელონი(Chris Mallon)უმ დროს ჩამოვარდა, როდესაც შვეიცარს ახალდაქორწინებულებისთვის გამოყოფილ სასტუმროს ნომერში საქორწილო საჩუქრების ატანაში ეხმარებოდა.მამაკაცმა გადმოვარდნის შემდეგ დაუზიანდა თავის ქალა, ხერხემალი, მხარი და ხელები, დაზიანებული ჰქონდა შიდა ორგანოების, ფილტვი და გული.ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც კომაში დაჰყო 10 დღე.


როდესაც გამოვიდა კომიდან მამაკაცს არ ახსოვდა არც ცოლი, 43 წლის ავრილი და არც საქორწილო ცერემონიალი, შემდეგ უკვე ნელნელა აღუდგა მახსოვრობა, გაიხსენა გადავარდნის მომენტი:

"იქ იყო მოაჯირი ძელით, რომელთა შორის დაშორება 1, 5 მეტრი იყო, ფეხი გამოვდე კიბეს საფეხურს წინ წავიფორხილე..შემდეგი რაც მახსოვს, ისაა, რომ საავადმყოფოში გავახილე თვალი."-იხსენებს კრის მელონი.


image

ერთ თვეში ექიმების გასაოცრად(ვარაუდობდნენ, რომ შესაძლოა ვერც გადარჩენილიყო, ან უკიდურეს შემთხვევაში გავლას ვერ შეძლებდა)კრისს არა მარტო მეხსიერება აღუდგა სრულად, არამედ სიარულიც შეძლო, იგი გაწერეს საავადმყოფოდან, თუმცა აკრძალული აქვს მუშაობა, ბანდმინტონის თამაში და სპორტდარბაზში სიარული, ტრავმებმა მაინც დატოვა კვალი, მამაკაცი მარცხენა ყურით დაყრუვდა და დაკარგა გემოს შეგრძნება.

"რაც მთავარია ის ჩვენთანაა და მისი გამოჯანმრთლებეის პროცესი წინ მიდის"-აღნიშნა ავრილმა.



ამასობაში პროკურატურა აპირებს სისხლის სამართლის საქმე აღძრას იმ სასტუმროს მიმართ, რა დროსაც არ იყო უსაფრთხოების წესები დაცული და სადაც კრის მელონს ქორწილი კოშმარად ექცა.

image



0
402
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
402
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0