x
მეტი
  • 21.09.2019
  • სტატია:94935
  • ვიდეო:342643
  • სურათი:456964
კაცებსა და ქალებს შორის მთავარი განსხვავება, ფიზიოლოგიის გარდა, იცით რაში მდგომარეობს?-დავით კალანდია

image

პუბლიცისტი დავით კალანდია შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში:



"კაცებსა და ქალებს შორის მთავარი განსხვავება, ფიზიოლოგიის გარდა, იცით რაში მდგომარეობს?
არ იცით!
კაცებისგან განსხვავებით, ყველა ქალს უნდა გათხოვება. ასეთია ქალის ბუნება, უნდა რომ გვერდით ძლიერი, მხარბეჭიანი ზურგი ყავდეს.
ქალს სამზარეულოში უნდა ფუსფუსი ძლიერი ზურგის მოლოდინში, უნდა გაუშალოს მას სუფრა, დაუსხას წვნიანი, დაუჯდეს გვერდით, აღტაცებით შესციცინებდეს მის მოძრავ ლოყებს, ტკბებოდეს ჭამის პროცესით...
-კიდე რა გვაქვს, ქალო?
-არ გეყო, საყვარელო? კიდე დაგისხამ.
-რად მინა ეს წყალწყალა სუპი, მე რა ბაყაყი ვარ? რამე ხორცი არ გაქვს?
-ხორცი ხომ გუშინ იყო...
-ის მოცუცქნული ბარკალი? ის რა ხორცია? მერე და ის იყო გუშინ, მე კი დღეს მინდა. მოაშორე ეს ტყუილი სუპი და ხორცი მაიტა!
-ხორცი დღეს არ მიყიდია...
-ვახ მეეეეე...ეს ვინ არის, ტოოოო, რამდენჯერ გითხარი, ხორცი მინდა-მეთქი, მე შენი დედა რომ...
და ა.შ.


ქალი კი უყურებს ძლიერ ზურგს, გული უთბება და ფიქრობს:
"მაგინებს, ესე იგი ვუყვარვარ".
კაცებს კი, ქალებისგან განსხვავებით, ცოლის მოყვანა არ სურთ.
კი, რამე რო იყოს მოიყვანენ, მაგრამ ცოლი არ არის მთავარი ამოცანა კაცების ცხოვრებაში.
კაცისთვის მთავარია ერი, მამული, სარწმუნოება.
ზოგჯერ ურწმუნოება.
მერე კიდე ღვინო, დუდუკი.
და ბოლოში ქალები.
ისიც არა ცოლებად, არამედ ქალებად.
არ მახსოვს კაცს ეთქვას: "ვახ მე, როგორ მინდა ცოლის მოყვანა!"
არ მახსოვს და თუ გინდა მომკალით.
ვინმეს თუ გახსოვთ ასეთი რამ, პირადში მომწერეთ.
და ყველა ქალის ლაპარაკი კი გათხოვების გარშემო ტრიალებს. უკვე გათხოვილები მშვიდი თვალებით უყურებენ აფორიაქებულ გასათხოვრებს და ჭკუას არიგებენ.


გასათხოვრები კი ნებისმიერ კაცში პოტენციურ ძლიერ ზურგს ხედავენ.
-ის გუშინ მომესალმა რაღაცნაირად.
-მერე მიდი, გაყევი, ქალო.
-გავყვე?
-აბა რა, გაყევი. თუ რაღაცნაირად მოგესალმა, ესეიგი უნდიხარ.
-როგორ გავყვე?
-ადექი და გაყევი. ღვეზელი გამოაცხე, მიუტანე და ჩაცეცხლოს. და მერე უკან დასახევი გზა არ ექნება.
-რომელი გამოვაცხო, ტარხუნის თუ კომბოსტოს?
-ხორცის, მხოლოდ ხორცის. მაგ ძუძუმწოვრებს მხოლოდ ხორცი აღაგზნებთ.
და იკრიბებიან ქალები სამზარეულოში, ეწევიან გამოთაყვანებამდე, აცხობენ უზარმაზარ ღვეზელს, მეორე დღეს ნახევრადგათხოვილს მიაქვს "იმასთან", უკვე ფიქრობს ბავშვებს რა დაარქვას და დედამთილს "დედას" როგორ დაუძახებს, ის კი...გალუბოი აღმოჩნდება და უყვარს ლუიშ ფიგუ. სახლში მხოლოდ ფიგუს პლაკატები უკიდია და მის მაისურში სძინავს.



ოჰჰჰ, ძნელია ქალის ხვედრი.
და ბრუნდება უკან 49 წლის არშემდგარი პატარძალი, პადრუგები ელოდებიან სამზარეულოში, ჯდება, ტირის, სიგარეტს სიგარეტზე ეწევა, მოთქვამს, პადრუგები კი ღვეზელს მიირთმევენ და ახალ მსხვერპლს ეძებენ.
-აი, შენ ზემოთ კაცი რო ცხოვრობს, ცოლი ყავს?
-ციხეში ზის მისი ცოლი, მკვლელობაზე.
-არა, ასეთები არ გვინდა...
და ა.შ."-წერს კალანდია.

image

0
92
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0