x
image
ელენე გუმა
10 გენიალური გამოცანა, რომლებიც 7 წამში უნდა ამოხსნათ
ეს თავსატეხები გაიძულებათ ლოგიკა, დაფიქრდეთ და ტვინი დაძაბოთ. ტესტი ინტელექტზე, რომელიც 7 წამში უნდა გამოიცნოთ.


image

1. დამნაშავეს სიკვდილი მიუსაჯეს. თუმცა მას შეეძლო თვითონვე აერჩია რა გზით მოკვდებოდა. მის წინ იყო სამი კარი: ერთში ცეცხლი მძვინვარებდა, მეორეში 5 შეიარაღებული მკვლელი იყო, მესამეში კი 15 ლომი, რომლებსაც 2 წელი არაფერი ეჭამათ და მშივრები იყვნენ. რომელი ოთახი უნდა აირჩიოს, რათა გადარჩეს?


image


2. ყველას გინახავთ ბოთლში მოთავსებული გემი. ბოთლში კიტრის მოთავსებაც შესაძლებელია. როგორ უნდა ჩავტიოთ ბოთლში მთლიანი კიტრი, რომლის დიამეტრიც ბევრად აღემატება ბოთლის ყელის დიამეტრს, თანაც ისე, რომ არც კიტრი დავაზიანოთ და არც ჭურჭელი.


image


3. სადილის დროს კაცს ყავით სავსე ფინჯანში ბეჭედი ჩაუვარდა. როგორ ფიქრობთ, რატომ არ დასველდა ბეჭედი?


image

4. სადაა მდინარეები წყლის გარეშე, ტყეები ხეების გარეშე და ქალაქები სახლების გარეშე.


image

5. ადამიანმა ის შესაძლოა ცხოვრებაში სამჯერ მიიღოს, თუმცა უფასოდ მხოლოდ ორჯერ შეუძლია.


image

6. რამდენს მივიღებთ, თუკი 20-ს გავყოფთ 1/2-ზე და დავუმატებთ 10-ს?


image

7. მეფემ თავის 3 ქალიშვილს უბრძანა, ჩაიდნებით წყალი აედუღებინათ. სამივე ჭურჭელი ერთნაირი იყო და წყალიც თანაბარი რაოდენობით ესხა. ხელმწიფე თავის მემკვიდრედ იმ ქალიშვილის ქმარს დაასახელებდა, რომლის ჩაიდანიც ყველაზე ადრე ადუღდებოდა. მიუხედავად იმის, რომ უმცროს ქალიშვილს გათხოვება არ უნდოდა, მისი ჩაიდანი ყველაზე ადრე ადუღდა. რატომ მოხდა ასე?


image


8. ბევრმა თქვენგანმა იცის, იმ ადამიანების არსებობის შესახებ, რომლებიც გამვლელებს ფეხსაცმლის გაწმენდას უფასოდ სთავაზობენ. თუმცა, საბოლოოდ, ისინი, ვინც ამ წინადადების მიმართ ინტერესს იჩენენ, საკუთრი სურვილით იხდიან ფულს ამ მომსახურებაში. რატომ ხდება ასე?


image

9. თქვენი მეგობრები და ახლობლები ხშირად იყენებენ ამას, მიუხედავად იმის, რომ ის თქვენ გეკუთვნით. რაზეა საუბარი?


image


10. ანდრეიმ სამი დღე გაატარა საავადმყოფოში. მიუხედავად იმის, რომ ის არც ავად იყო და არ ტრავმები ჰქონდა, მაგრამ გამოწერის შემდეგ ნათესავები იძულებულნი იყვნენ, ის მაინც ხელით გამოეყვანათ. რას უკავშირდებოდა ეს?


image


პასუხები :


1 . ოთახი, სადაც ლომები არიან, რადგან 2 წელი თუ ისინი მშივრები იქნებოდნენ, უკვე დაიხოცებოდნენ.


2. პატარა კიტრი, ისე რომ არ მოწყვიტოთ და მცენარეზე მყოფი, უნდა მოათავსოთ ბოთლში და დაელოდოთ მის გაზრდასა და გაზრდას.


3. ყავა მარცვლის სახით, ჯერ კიდევ მოუხარშავ მდგომარეობაში იყო.


4. მსოფლიო რუკა


5. კბილები


6. მიღებულია ასე გამოთვლა: 20:2+10=20. მაგრამ როცა გაყოფაზეა საუბარი, შეიძლება დრობის ინვერსიული ვარიანტითაც გამოთვალოთ: 20-ჯერ 2-ს + 10


7. ორი და მუდმივად ამოწმებდა ადუღდა თუ არა ჩაიდანი და ამის გამო ხშირად ხდიდა სახურავს. შესაბამისად მან დიდი გავლენა მოახდინა ადუღების სისწრაფეზე.


8. ერთი ფეხსაცმლის გაწმენდა უფასოა, მეორე კი ფასიანი, შესაბამისად, ტურისტები იძულებულნი არიან მეორეს გაწმენდაში ფული გადაიხადონ, რათა სულელებად არ გამოჩნდნენ ცალ-ცალი სუფთა და ჭუჭყიანი ფეხსაცმლით.


9. თქვენი სახელი


10. ანდრია სამი დღის წინ დაიბადა იმ კლინიკაში.





2
1442
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1442
  
2019, 19 აგვისტო, 10:48
სახალისო იყო
2019, 19 აგვისტო, 2:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2