x
მეტი
  • 17.10.2019
  • სტატია:95738
  • ვიდეო:343059
  • სურათი:457670
"დაველოდოთ და ვნახოთ, რამდენ დღეში დამედება ინკასო" - ნინო ჯანგირაშვილი დღგ-ს არ იხდის

image


მოკლედ, არ ვიხდი დღგ–ს მიმდინარე გადასახადს. მოდი აბა, დაველოდოთ და ვნახოთ, რამდენ დღეში დამედება ინკასო და რამდენ დღეში წაიღებს ბიუჯეტი სრულიად უკითხავად ჩემს ფულს ან რამდენ დღეში დამიყადაღებს მთელ ქონებას შემოსავლების სამსახური. ვნახოთ, ჩემზეც აუჩუყდება თუ არა ფინანსთა მინისტრს გული – გადასახადები რომ გადავახდევინოთ ერთბაშად მერე ტელევიზიას რა ეშველებაო, ხომ არ გაჩერდებაო. შედეგი კი ვიცი წინასწარ, მაგრამ გავერთობი ცოტას.)


შეგახსენებთ, რომ

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი ტელეკომპანიებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საგადასახადო დავალიანებები დაუგროვდათ, მიმართავს, რომ ძველი დავალიანებების რესტრუქტურიზაციისა და დაფარვის გრაფიკის საკუთარი წინადადებები წარადგინონ.
მისი განმარტებით, „რუსთავი 2-ის“ დავალიანება, დაახლოებით, 28 მლნ ლარის ფარგლებშია, „იმედის“ – 19 მლნ-ს ფარგლებში, ხოლო „მაესტროს“ – 8 მილიონზე მეტი.

“არიან ტელევიზიები, გაცილებით მცირე ზომის, მაგრამ არ აგროვებენ დავალიანებას და იხდიან პატიოსნად. ვფიქრობ, ეს საერთოდ არ არის სამართლიანი და მგონი, უხერხულიცაა. მაგალითად, აქ ვხედავ „ტვ პირველის“ წარმომადგენელსა და მიკროფონს. აღნიშნული ტელევიზია ამ წლების განმავლობაში პატიოსნად იხდიდა, ასევე იყო, მაგალითად, „კავკასია“. ვფიქრობ, ერთ საკანონმდებლო სივრცეში ვართ, ვერავინ იტყვის, რა დააშავეს ამ ადამიანებმა, რომლებიც პატიოსნად იხდიან გადასახადებს. შესაბამისად, პირველ ყოვლისა, მოტივაცია არის, რომ ეს ამბავი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს, გასწორდეს და ყველამ უნდა დაიწყოს გადასახადის გადახდა“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მისი თქმით, მიმდინარე ვალები უნდა გადაიხადოს ყველამ და აღარ მოახდინონ ვალების დაგროვება.
„რაც შეეხება პრობლემის მოგვარებას – ვალის ერთად დაფარვა გაუჭირდებათ ტელევიზიებს და შეიძლება, მათი ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგეს, ეს არავის ინტერესშია. ამიტომ, ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის სახელით, მინდა, მივმართო და მოვუწოდო ტელევიზიებს, რომ უახლოეს ვადაში – შემდეგ 1-2 კვირაში – მოვიდნენ თავიანთი შემოთავაზებით, როგორ ხედავენ ძველი ვალების რესტრუქტურიზაციას, შეთანხმებას, გრაფიკს, სხვადასხვა მოდელი არსებობს საგადასახადო ტვირთის ბიზნესზე გადანაწილების ან ნაწილობრივ შემსუბუქების კუთხით. ამასთან, მიმდინარე ვალები უნდა გადაიხადოს ყველამ და აღარ მოახდინონ ვალების დაგროვება. მესმის, რომ ეს ძალიან სენსიტიური სექტორია, მაგრამ, ამასთან ერთად, ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესსექტორი და არაფრით არის უპირატესი სხვა ბიზნესსექტორზე. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში უნდა დავინახოთ, რომ გადამხდელი იწყებს მიმდინარე დავალიანების გადახდას, ანუ აღარ აგროვებს ვალებს”

1
198
1-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ თაყნიაშვილი
ნიკოლოზ თაყნიაშვილი
198
  
19 აგვისტო, 2:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1