x
მეტი
  • 18.09.2019
  • სტატია:94892
  • ვიდეო:342605
  • სურათი:456921
მაღაზიაში ქურდობაში ეჭვიტანილი მშობლების დაკავებისას ხელებაწეული პატარა გოგო "გამოცუნცულდა" და პოლიციასთან ხელებაწეული მივიდა

image
აშშ-ს ქალაქ ტალლახასში პოლიციელებმა ქურდობაში ეჭვმიტანილები დააკავეს უნივერმაღის წინ.
სამართალდამცველები გამოიძახეს მაღაზია "Bealls"-ში, მაღაზიის გამყიდველების თქმით ქურდებს თან პისტოლეტიც ჰქონდათ, ამიტომაც გაერიდნენ ქურდებს ქურდობის პროცესში.
პოლიციელებმა ინფორმაციის მიღებისთანავე გადაკეტეს მიმდებარე ტერიტორია და მალევე იპოვეს წყვილი და მათი თანამზრახველი, რომლებიც იყვნენ ეჭვმიტანილი ქურდობაში.
პოლიციელებმა დაკავებისას გამოიყენეს იარაღი და მისი მუქარით წყვილი და მათი თანამზრახველი აიძულეს გადმოსულიყვნენ მანქანიდან.
ეჭვმიტანილებს მანქანიდან გადმოსვლისთანავე დაადეს ხელებზე ხელბორკილები და სწორედ მაშინ მოხდა ისეთი რამ, რამაც მთელი ქალაქი აალაპარაკა-მანქანიდან გადმოძვრა ორიოდე წლის პატარა გოგონა და პოლიციისაკენ დანებების ნიშნად მშობლების მსგავსად ხელებაწეული წავიდა.
მოსახლეობა გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ პოლიციელებს იარაღები არ შეუნახავთ და ისე, გაკვირვებულები უყურებდნენ პატარას.
დააკავეს აგრეთვე ქურდობის სხვა მონაწილეც. ეჭვიმატინელს შორის იყო გოგონას მამა ჯეიმს მაკმალენა და მისი მეგობარი ჩად ბომი. გოგონას დედა სასამართლომდე გაათავისუფლეს და პატარა გოგონა მას გადასცეს.
ხალხის აღშფოთების საპასუხოდ პოლიციელებმა განაცხადეს, რომ მანქანიდან პატარას გადმოსვლას არ ელოდნენ, ფიქროდნენ, რომ მანქანიდან დიდი ალბათობით სავარძელთან ჩამალული კიდევ ერთი ეჭვმიტანილი გადმოდიოდა.
image



0
989
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
989