x
მეტი
  • 18.09.2019
  • სტატია:94892
  • ვიდეო:342605
  • სურათი:456921
"ფეხებშუა ამოიდო ჩანთა, დაიწყო პირჯვრის გადაწერა... ამდროს ავტობუსმა შემოუხვია,თავი ვერ შეიკავა და..."

image
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი მეგი გოცირიძე სახალისო პოსტს აქვეყნებს.


"მანქანა მყავს გაფუჭებული და ბაზრიდან ყვითელი ავტობუსით მოვემგზავრები, ადგილი განთავისუფლდა და სასწრაფოდ დავბრძანდი.


უმალ თავზე წამომადგა ჩემი ხნის ქალბატონი, რომელმაც ერთი ხელით ზემოთ დაიმაგრა თავი და მეორე ხელში პროდუქტებით დატვირთული ჩანთა უკავია, უცებ გამოჩნდა ეკლესია და აწრიალდნენ "ღრმად" მორწმუნენი, რომლებსაც ეკლესიის დანახვაზე ახსენდებათ ღმერთი და ზოგმა ჩანთას გაუშვა ცალი ხელი, ზოგმაც სახელურს და ასე ქანაობა-ქანაობით დაიწყეს პირჯვრის გადაწერა, თავზე რომელიც მადგა, ფეხებშუა ამოიდო ჩანთა და დაიწყო პირჯვრის გადაწერა, ამდროს ავტობუსმა შემოუხვია, თავი ვერ შეიკავა და პირდაპირ ჩემს კალთაში მოადინა ზღართანი, მის გვერდით მდგომიც გამწარებული იწერდა პირჯვარს, რომ ეკლესია თვალს არ მოფარებოდა, მოესწრო პირჯვრის გადაწერა და ამასობაში ის მოქანავე ჯეელიც თავზე დემეცა .


ასე ტრავმირებული მოვედი სახლში და ვფიქრობ, ეს ხომ არ იყო ის მეტეორი, რომლის თხლეშასაც ვითხოვთ ხოლმე ღმერთისგან .



ღმერთო, ეს რა ჭირი გვჭირს, გევედრები აღარაფერი გვესროლო, ყელამდე ვართ პატივისცემით "

0
682
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
Mediator image
682
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0