x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
საინტერესო ფაქტები მგლების შესახებ
image


























1.გარკვეული ამინდის პირობებში მგელს ტყეში შეუძლია 9 კილომეტრის მანძილზე გაიგონოს ხმები, ხოლო ღია ადგილებში შეუძლია 16 კილომეტრის მანძილზე.


2.ვიკინგები ატარებდნენ მგლის ტყავებს და ბრძოლის წინ სვავდნენ მგლის სისხლს თავიანთი მებრძოლი სულის ასაწევად.


3.ყველაზე ძველი მგლის გამოსახულებები დაფიქსირებულია ჩრდილოეთ ევროპაში, რომელიც დაახლოებით 20000 წლის არის.



4.მგელს ვერ მოიშინაურებ როგორც ძაღლი, იმიტომ რომ მგელს ეშინია ადამიანების და ის დაიმალება, იმის მაგივრად რომ ყეფა დაუწყოს.


5.მგლებს შეუძლიათ განასხვაონ 200 000 000 სხვადასხვა სუნი, (ადამიანი 5 000 000) მგელს შეუძლია სხვა ცხოველების სუნი იგრძნოს 1.5 კილომეტრის მანძილზე.


6. მგლის ლეკვებს დაბადებიდან აქვთ ლურჯი თვალები და მხოლოდ რვა თვის მერე იცვლის ფერს და ყვითელი ფერის ხდება.


7.მგელის ორსულობა გრძელდება 65 დღე, ლეკვები იბადებიან ყრუები და ბრმები, იწონიან ნახევარ კილოგრამს.


8. მგლები ერთ დროს იყვნენ ყველაზე გავრცელებული მტაცებელი ცხოველები, ერთადერთი ადგილი სადაც მგელი არ ბინადრობს არის უდაბნო და ტროპიკული ტყეები.


9. უზარმაზარი ზეწოლა გააჩნია მგლის პირს, დაახლოებით 300 კილოგრამი კვადრატულ სანტიმეტრზე ( ძაღლს 150 )


10. მშიერ მგელს შეუძლია ერთბაშად შეჭამოს 10 კილოგრამი ხორცი, ეს არის როგორც ადამიანმა ერთბაშად 100 ცალი ჰამბურგერი შეჭამოს.


11.მგელს შეუძლია 13 კილომეტრამდე ცურვა


12. 1883 დან 1918 წლამდე მარტო ერთ ამერიკის შტატში, მონტანაში მოკლული იქნა 80 000 მგელი.


13.მგელს შეუძლია 2 წუთის განმავლობაში 32 კილომეტრი საათში განავითაროს, ხოლო დევნის ან რაიმე საფთხის დროს 56 კილომეტრი საათში.


14.ინდიელი ჩეროკები მგლებზე არ ნადირობდნენ, იმიტომ რომ მათ სჯეროდათ რომ მოკლული მგლის საძმო შურს იძიებდა მათზე.


15. სხვა ცხოველებისგან განსხვავებით მგლები ფლობენ საკმაოდ დახვეწილ მიმიკებს და მოძრაობებს რომლებსაც იყენებენ მგლების ხროვასთან ურთიერთობისას.


16.იაპონურ ენაში მგელი ხასიათთდება როგორც “დიდებული ღმერთი“


17. დღესდღეობით კანადაში და ალიასკაზე ბინადრობს 50 000 მგელი, 6500 ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის კონტინენტზე მაგალითად იტალიაში ბინადრობს 300 მგელი, ესპანეთში 2000, პოლონეთში 700, ხოლო რუსეთში 70 000 მგელი



7
4119
9-ს მოსწონს
ავტორი:ჯონ დო
ჯონ დო
4119
  
2018, 11 ივნისი, 14:49
მაგარი სტატიაა, ყოჩაღ :)
2016, 16 იანვარი, 19:54
ელენიკა რაღაც მაინტერესებს და შეიძლება რო დაგეკონტაქტო ძაან დავინტერესდი შენით
2016, 16 იანვარი, 19:52
თინეიჯერ მგელს ნაკლებად უყურეთ ხალხოო ;)
2015, 2 დეკემბერი, 22:41
და რო დააგავიწყდა წითელი ფერისსაც გახვდება თვალები ოგონდ ხროვაში ერთს ექნება
2012, 25 დეკემბერი, 22:33
რა თქმა უნდა მჯერა. შენ 10 კილო ხორცსაც შეწამ ალბათ კაი მშიერზე:))
2012, 25 დეკემბერი, 21:41
მე მგელი ვყოფილვარ დაიჯერეთ გინდათ არა მაგრამ 1,2\4 მგლის სისხლი მაქ გინდათ დაიჯერეთ გინდათ არა :))
0 1 7